ნაკლიის პორტის მშენებლობით დაინტერესებული კომპანიები მომავალი პორტის მდებარეობას ეცნობიან

ანაკლიის პორტის მშენებლობით დაინტერესებული კომპანიები მომავალი პორტის მდებარეობას ეცნობიან.

ანაკლიაში ამჯერად „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რომლებიც სხვა 6 კანდიდატთან ერთად მიმდინარე წლის 16 აპრილს მთავრობას პროქეტთან დაკავშირებით თავიანთ ტექნიკურ და ფინანსურ წინადადებებს წარუდგენენ. გამარჯვებული კომპანია მიმდინარე წლის სექტემბერში გამოვლინდება, პროექტის განხორციელება კი მომავალ წელს დაიწყება. წინასწარი გათვლებით, პორტის გარდა, ანაკლიაში სამრეწველო ზონის განვთარება და საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობაც იგეგმება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდება.

banner
წინა სტატიაში“არსებობს დოკუმენტები და მტკიცებულებები, როგორ იყენებდნენ დაკავებას პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის”
შემდეგი სტატიადონეცკის მაღაროში აფეთქება მოხდა… მსხვერპლზე განსხვავებული მონაცემები ვრცელდება