“ნაიკი” ლეგენდარული ბოტასების წარმოებას იწყებს

კომპანია Nike-მა დაადასტურა, რომ სერიულ წარმოებაში გაუშვებს ბოტასებს საკულტო ფილმიდან „უკან მომავალში 2“.
კინოფილმი 1989 წელს რეჟისორ რობერტ ზემეკისის მიერ არის გადაღებული და აღწერილია ის ტექნოლოგიები, რომელსაც თანამედროვე მსოფლიო იყენებს მიმდინარე მომენტში.

ფილმის ავტორის ბევრი ფანტაზია დღემდე არ არის რეალიზებული, თუმცა ჯერ კიდევ 2011 წელს კომპანია Nike-მა სურვილი გამოთქვა ფილმის მთავარი გმირის ბოტასები ჩაეშვა გაყიდვაში. ბოტასების უცნაურობა ავტომატური თასმებია.
1500 გამოსაცდელი პარტია ფილმის მთავარი როლის დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო აქციაზე სრულად გაიყიდა. ფილმის გმირი პარკინსონით არის დაავადებული.

„უკან მომავალშის“ ბევრი თაყვანისმცემელი იმის მიუხედავად, რომ Nike-ს ჯერ სავარაუდო ღირებულებაც არ დაუსახელებია მზად არის ბოტასები შეიძინოს.

banner
წინა სტატიაშიტერაქტი პარიზში – ეჭვმიტანილების ვინაობა დადგენილია
შემდეგი სტატიასაქართველოში ამინდი უარესდება