ნათია ფანჯიკიძე: ჩვეულებრივი დიქტატურა…ხელისუფლებას ბოლომდე ეხსნება ხელ-ფეხი

ტელეიმედის თოქშოუების დახურვას “ფეისბუქის” საშუალებით ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება და დიქტატურას უწოდებს.

“როდესაც რეიტინგული პოლიტიკური ჟურნალისტების გაუვნებელყოფის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს, ისედაც ცხადი, აუცილებლად კიდევ უნდა დავაზუსტო, – არანაირი კერძო ინტერესი არ მაქვს. პარტია, რომელსაც ვგულშემატკივრობ, არ არის მდიდარი, არც ტელევიზია აქვს და არც “საკუთარი ჟურნალისტები” ყავს. უბრალოდ ყველა სივრცის დახურვა, საიდანაც შეიძლება ჭუჭრუტანიდან ოდნავ ჰაერი მაინც შემოიპაროს, არის ჩვეულებრივი დიქტატურა. საზოგადოებას ეს უნდა ესმოდეს, მიუხედავად იმისა, რომელი ჟურნალისტის მიმართ აქვს სიმპატია და რომლის მიმართ არა. სადაც აღარ ჟონავს ინფორმაცია, აღარ არსებობს მოვლენის შეჯამების, შედარების და ფაქტის ანალიზის შანსი, იქ ხელისუფლებას ბოლომდე ეხსნება ხელ-ფეხი, მეტი და მეტი თავნებობა ჩაიდინოს.” წერს ნათია ფანჯიკიძე.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი მოქმედი თანამდებობის პირებისგან ლევან გვაზავას უმწიკვლო წარსულზე საუბარს შეცდომად მიიჩნევს
შემდეგი სტატიაზუგდიდში შუა ხნის მამაკაცმა თავი მოიკლა