ნაზარბაევი მეხუთედ აირჩიეს ყაზახეთის პრეზიდენტად

7917733რამდენიმე საათის უკან ყაზახეთში დასრულდა ხმის მიცემის პროცედურა ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელშიც წინასწარი მონაცემებით, როგორც მოსალოდნელი იყო, ყოფილმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა უკვე მეხუთედ გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ 79 წლის ნაზარბაევს, რომელიც კომუნისტების ეპოქიდან მართავს ყაზახეთს, ამ არჩევნებში მხოლოდ ორი მეტოქე ჰყავდა, კომუნისტებისა და პროფკავშირების ლიდერების ტურგუნ სიზდიკოვისა და აბელგაზ კუსაინოვის სახით, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, მეტოქეებად თავად ნაზარბაევმა შეარჩია…
ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ადგილი ჰქონდა უპრეცედენტო დასწრებას… არჩევნებში მონაწილეობა 95,11% მიიღო.
ყაზახური მედიის ცნობით, ,,ესენგეს,, დამკვირვებლებს, არჩევნებში რაიმე დარღვევა არ აღმოუჩენიათ… ყაზახური მედია არაფერს ამბობს სხვა საერთაშორისო ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობაზე ამ არჩევნებში.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ლოთუაშვილმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატია“პროფესიულად კარგად დალაგებული სიცრუე მოდის ძალიან ხშირად”–კრიტიკის ობიექტი “რუსთავი 2” და “ტაბულაა”