ნადეჟდა სავჩენკომ შიმშილობა შეწყვიტა

უკრაინელმა მფრინავმა ნადეჟდა სავჩენკომ, რომელიც რუსეთის ერთ-ერთ ციხეში იმყოფება, შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა უფლებადამცველმა, ელიზავეტა გლინკამ განაცხადა.
“ის ახლა თავს კარგად გრძნობს, საკვებს დღეში ერთხელ იღებს, ეს მხოლოდ იმისთვის, რომ ფეხზე დგომა შეძლოს. ამას ჰქვია შიმშილობის შეწყვიტა მის შემთხვევაში”, – განაცხადა გლინკამ სავჩენკოს მონახულების შემდეგ.
შიმშილობის შეწყვეტის შესახებ უკრაინელმა მფრინავმა თავის ადვოკატს ნიკოლა პოლოზოვს წერილით აცნობა.
“ვიმედოვნებ, რომ სასამართლო, რომელიც მომავალ კვირაში უნდა შედგეს, ბოლოს და ბოლოს მოახდენს რეაგირებას ჩემს ალიბზე, რომელიც ჩემმა ადვოკატმა წარუდგინა სასამართლოს და დახურავს საქმეს ჩემ წინააღმდეგ, ან შეცვლის ჩემი დაკავების გადაწყვეტილებას სხვა ზომით. ამ პროცესამდე მე ვერ მივცემ ჩემ თავს უფლებას მოვკვდე”, – წერს სავჩენკო წერილში.
უკრაინელი მფრინავი პრორუსმა მებრძოლებმა აღმოსავლეთ უკრაინაში გასული წლის ივნისში დააკავეს და რუსეთს გადასცეს, სადაც მას რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში ადანაშაულებენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველომ ნატო-ში 2015 წლის ეროვნული პროგრამა წარადგინა
შემდეგი სტატიაიემენის ოპერაციას საუდელი პრინცი მეთაურობს