მ.იაშვილის კლინიკის “სისხლის ბანკში” სისხლის დეფიციტია

მ.იაშვილის კლინიკასთან არსებულ სისხლის ბანკში სისხლის კომპონენტების დეფიციტია, “სისხლის ბანკის” ამასთან დაკავშირებით განცხადებას ფეისბუკზე ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდეს ბავშვებისთვის სისხლი გაიღონ
“ყურადღება!
ზაფხულის ცხელი დღეებისა და თბილისში მოსახლეობის სიმცირის გამო, მ.იაშვილის კლინიკასთან არსებულ სისხლის ბანკში არის სისხლის კომპონენტების დეფიციტი.
მოგმართავთ თხოვნით, ვისაც გიწყობთ ჯანმრთელობა ხელს, გაიღოთ სისხლი ბავშვებისათვის!
(ჯგუფსა და რეზუსს არ აქვს მნიშვნელობა)
წინასწარ გიხდით მადლობას თანადგომისათვის!
მისამართი: დიღომი, ლუბლიანას 2/6. მ.იაშვილის კლინიკის შიდა ეზო
ტელეფონი: 577 60 37 60; 577 60 06 07”- აღნიშნულია განცხადებაში

banner
წინა სტატიაშიმერიამ შეთანხმება სტიქიით დაზარალებულ კიდევ ერთ ოჯახთან გააფორმა
შემდეგი სტატიაკახა მიქაია გუბერნატორ ლევან შონიას მიმართავს–რა მოხდა ზუგდიდში