მხოლოდ იმის ძახილი, რომ ნატოში გვინდა, საკმარისი არ არის–დავით უსუფაშვილი

მხოლოდ იმის ძახილი, რომ ნატოში გვინდა, საკმარისი არ არის–დავით უსუფაშვილი

მხოლოდ იმის ძახილი, რომ ნატოში გვინდა, საკმარისი არ არის–დავით უსუფაშვილი„მხოლოდ იმის ძახილი, რომ ნატოში გვინდა, საკმარისი არ არის,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუაფშვილმა პარლამენტში დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„დიახ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ დესტაბილიზაცია, ომი და უბედურება ჩვენს რეგიონში და ეს არ არის რაღაც თეორია იმიტომ, რომ ზარბაზნები ისვრიან ძალიან ახლოს. ამისთვის მხოლოდ იმის ძახილი, რომ ნატოში მივდივართ და ნატო გვინდა, არ არის საკმარისი. პარალელურად, კიდევ ბევრი რამ უნდა ვაკეთოთ. სჯობს, დავეთანხმოთ ხოლმე ამ ტიპის დებატების ჩატარებას და იმ დებატებში დავანახვოთ ხალხს მტყუანი და მართალი, ვიდრე ნახევარი დღე დავკარგოთ იმისთვის, რომ ვიდებატოთ, გავმართოთ თუ არა დებატები და ნახევარი სიმართლე მივაწოდოთ ხალხს,” – აცხადებს დავით უსუაფაშვილი.

banner
წინა სტატიაშიაბაშიძე არის პოლიტიკური ქვევრი, რასაც ჩასძახებს კარასინი, იმას ამოსძახებს ბატონი აბაშიძე –აკაკი მინაშვილი
შემდეგი სტატიაშს მინისტრის პირველ მოადგილედ იოსებ გოგაშვილი დაინიშნა