მწერალი რეზო ჭეიშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

82 წლის ასაკში ქართველის მწერალი რეზო ჭეიშვილი გარდაიცვალა. რეზო ჭეიშვილი 1933 წლის 24 აპრილს დაიბადა. სხვადასხვა პერიოდში იყო კინოსტუდია “ქართული ფილმის” სასცენარო კოლეგიის წევრი, ჟურნალ “განთიადის” მთავარი რედაქტორი, ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი. რეზო ჭეიშვილი იყო რამდენიმე მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმის (“მზიანეთი”, “ზღვის მგელი”, “ავტოპორტრეტი”, “ფედია”, “ჩემი მეგობარი ნოდარი”, “გამოაღეთ ფანჯრები”, “გათენების წინ”, “ჭიდაობას რა უნდა”, “ექსპრეს – ინფორმაცია”) სცენარის ავტორი.
მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო პრემია. 2012 წელს მიიღი პრემია “საბა” ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

banner
წინა სტატიაშიაქციის მონაწილეებმა თელავი-გურჯანიის მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს
შემდეგი სტატიალევან თორია: 31 აგვისტოს ზუგდიდში გარდაცვლილი რუზგენ ჩუხუა მოკლულია