მძარცველებმა ბათუმში შუახნის ქალი დაჭრეს

შუახნის ქალი დაჭრეს მძარცველებმა ბათუმში – შემთხვევა გუშინ საღამოს, ინასარიძის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტთან მოხდა. მძარცველები სუპერმარკეტიდან გამოსულ ქალს თავს დაესხნენ და ცივი იარაღით დაზიანებები ხელებზე მიაყენეს.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მალევე მივიდნენ, თუმცა თავდამსხმელმა ადგილიდან მიმალვა შეძლო.

დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება გაეწია. ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

თავდასხმელი პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია.

banner
წინა სტატიაშიელისო ბოლქვაძე “UNESCO-ს მშვიდობის არტისტი” გახდა
შემდეგი სტატიამერკელი რუსეთს ევროპის წესრიგის დარღვევაში ადანაშაულებს