„მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საინვესტიციო პროექტების საერთო ჯამური ღირებულება 60-65 მილიონი ლარია“

„პრობლემის დიპლომატიური გზით გადაჭრას არ აქვს ალტერნატივა“-ღარიბაშვილი უკრაინის კონფლიქტზე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ტურიზმის კუთხით დიდი პოტენციალი აქვს.

მან გუდაურში ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას ამ რეგიონში არსებულ ტურირტულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ დღეს სიმბოლურად გუდაურში ვიმყოფებით. ამ მხარეს უნიკალური რესურსი და პოტენციალი აქვს. ეს მხარე მთლიანად – მცხეთა, დუშეთი, ხევსურეთი, სტეფანწმინდა, გუდაური თავისი ულამაზესი ბუნებითა და უნიკალური კულტურულ-ისტორიული და არქიტექტურული ძეგლებით, თავისი საკურორტო ზონებით ტურისტებს ყოველთვის იზიდავდა. ამიტომ ჩვენ ვგეგმავთ, რომ ყველგან, სადაც ამის საჭიროება მოითხოვს, უნდა აღვადგინოთ, კონსერვაცია გავუკეთოთ ჩვენს ძეგლებს იმისათვის, რომ ეს რეგიონი ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს. მცხეთაში ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვიზიტორბისთვის პირობები გაუმჯობესდეს. ვგეგმავთ არმაზის ციხის კონსერვაციას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობას, ძალისის კონსერვაციას, ბებრის ციხის რეაბილიტაციას, ჯვრის ეკლესიის ტერიტორიის მოწესრიგებას, შიო მღვიმის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას. დუშეთში ვაპირებთ ისტორიული ქუჩების ურბანულ რეგენერაციას, ასევე დუშეთის პარკის და სახელოსნო ბაზრობის მშენებლობას, ანანურის ციხის კონსერვაციას, პარკირების ზონის გაფართოებას. გასულ წელს ჩვენ უკვე დავიწყეთ მუცოს რეაბილიტაცია. ეს არის უნიკალური მხარე და ამ მხარის განვითარება შეიძლება. სტეფანწმინდაში ვაპირებთ გზების და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, სხვადასხვა ტურისტული მარშრუტების და საგზაო უსაფრთხოების მოწესრიგებას. გარგეთის სოფლამდე და ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება, ასევე მყინვარწვერის მარშრუტზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის წყლის სისტემის რეაბილიტაცია. ზოგაგდა ვსაუბრობ იმ პროექტებზე, რომელიც წელს არის დაგეგმილი და რომელიც უკვე პროცესშია. ამ რეგიონში საინვესტიციო პროექტების საერთო ჯამური ღირებულება 60-65 მილიონ ლარს შეადგენს. ეს არის სასტუმროების, ტურისტულ-რეკრეაციული კომპლექსების და ცენტრების მშენებლობა, ვაზის და ხეხილის ბაღების გაშენება, თევზსაშენი მეურნეობის განვიტარება, მინერალური სასმელი წყლების ჩამოსხმა, მევენახეობა, მეღვინეობა, ასევე კომბინირებული საკვების საწარმოების ამუშავება, ბაზალეთის ტბის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა და ა.შ“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პროექტ „ძლიერი საქართველო – ძლიერი რეგიონისთვის“ პრეზიენტაცია დღეს მცხეთა-მთიანეთში გამართა.

banner
წინა სტატიაში„სამარცხვინო აურზაური მარგველაშვილის გამოსახლებაზე დაკავშირებულია ივანიშვილის ინტერესებთან,” – გიორგი გუგავა
შემდეგი სტატიამოსკოვის თეთრ სახლში მოვლენები სექსით ხურდება