მცირეწლოვანი ბავშვების ცემის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

ჯანმრთელობისთვის საშიში შებოლილი თევზის დამზადება-გასაღების ფაქტზე, შპს ,,დონატოს

გურჯაანში მცირეწლოვანი გერებისა და შვილისა ცემის ბრალდებით, მამაკაცი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, დავით თ. ოჯახური ძალადობის დანაშაულის ჩადენის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში, თავის საცხოვრებელ სახლში, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა 2012 და 2014 წელს დაბადებულ გერებს. ხოლო საკუთარ შვილს 2011 წელს დაბადებულ საბა თ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მიღებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი გერის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა, რის გამოც, კატასტროფის ბრიგადამ იგი თბილისში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 126-ე მუხლით. დავით თ. წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევია.

banner
წინა სტატიაშისეპარატისმა მისკენ გასროლილ ჭურვს ვიდეო გადაუღო (VIDEO)
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: რიგის სამიტზე მივდივართ ძალიან მნიშვნელოვანი შესრულებული სამუშაოებით