რამდენიმე წუთის წინ სროლის ხმა ისმოდა მუხიანის მეოთხე დე მიკრორაიონში. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ დაჭრილია 2 ადამიანი. ერთ-ერთმა მოქალაქემ, ლაშა ქავთარაძემ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ ორივე მათგანი გარდაცვლილია. მისივე ინფორმაციით ადგილობრივებმა 2 გასროლის ხმა გაიგეს.
ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენლები და გამომძიებლები.
ჯერჯერობით უცნობია შემთხვევის გამომწვევი მიზეზები.