მურმან დუმბაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს გადადგომას ურჩევს კოალიცია “ქართული ოცნება” კი პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს

კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომას, ტრადიციულად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.

კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომას, ტრადიციულად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი, მურმან დუმბაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ავთანდილ ბერიძეს თანამდებობიდან გადადგომას ურჩევს.

“მე ვფიქრობ, რომ ავთანდილ ბერიძის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს. იმიტომ, რომ მას ევალებოდა აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობის შენარჩუნება. მან უმრავლესობა ვერ შეინარჩუნა. ეს არის დამახასიათებელი დემოკრატიებისთვის, როდესაც უმრავლესობას კარგავ, როდესაც შენი პოლიტიკური გუნდიდან ადამიანები გადიან გვერდზე, ან რიცხავ, ან თანხმობას ვერ აღწევ, მაშინ ასეთი პოლიტიკური ლიდერი, როგორც წესი, უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან”, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.
პარლამენტის ვიცე სპიკერი მიმართავს ავთანდილ ბერიძეს, რომ თანამდებობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღოს. “თუ არა და ეს საკითხი დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დაისმევა პირველსავე სხდომაზე, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭო მოიწვევს”, – განაცხადა დუმბაძემ.
რაც შეეხება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს, მურმან დუმბაძის განცხადებით, მისი თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც უნდა დადგეს.

“მიმაჩნია, რომ არჩილ ხაბაძე უუნარო მმართველია. ეს საკითხი მე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთანაც არაერთგზის დამისვამს, რომ იქნებ ვიფიქროთ უფრო ეფექტური მმართველის წარმოდგენაზე აჭარის უმაღლეს საბჭოში. კანონი ამბობს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაყენება შეუძლია უმაღლეს საბჭოს, მისი 2/3-იანი უმრავლესობით, ანუ 21 კაციდან თუ მოიძებნება 14 კაცი, მაშინ ბუნებრივია არჩილ ხაბაძის გადაყენების საკითხიც დადგება.

კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომას, ტრადიციულად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.

ამ საკითხთან დაჯკავშირებით კოალიცია “ქართული ოცნება” პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს.კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომას, ტრადიციულად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.

banner
წინა სტატიაშისახლში დაბრუნების სურვილს სისტემატიურად გვიცამტვერებენ – აცხადებს ლტოლვილი დეპუტატი
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკის შეუსაბამო კურსები