მუგაბეს იუბილეზე 20.000 სტუმარს სპილოებს და ლომებს დაუკლავენ

elephants-at-birthdayზიმბაბვეს ეგზოტიკური და რკინის ხელის მქონე დიქტარორი რობერტ მუგაბე, 28 თებერვალს თავის 91 წლის იუბილეზე 20.000 კაცს ეპატიჟება და ვახშმად 2 სპილოს, 2 კამეჩს, 5 ანტილოპას, 1 ლომს  და რამდენიმე ძროხას დაუკლავს…  როგორც უცხოური მედია აღნიშნავს, მუგაბეს ეს ხორცეულობა სულ რაღაც 105.000 ევრო დაუჯდება.

91 წლის დიქტატორს, რომელიც 35 წელია მართავს ზიმბაბვეს, კონსტიტუციით 99 წლის ასაკამდე შეუძლია მართოს ქვეყანა.

მუგაბე, თავის იუბილეებზე  მსგავსი ხელგაშლილი წვეულებებით არის ცნობილი, რის გამოც მას ბუნების დამცველები უჩივიან და აცხადებენ, რომ ის ბუნების ფასეულობების ექსპლოატაციას ახდენს და სანაცვლოდ არაფერს აკეთებს ბუნებისთვის… რაც სენიორ მუგაბეს დიდად არ ანაღვლებს.Zimbabwe's President Robert Mugabe eats cake next to his wife Grace during an event marking his 89th birthday in Bindura

მუგაბეს იუბილეზე არ იქნება არც ერთი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანი, რადგან მუგაბე მათ ვერ იტანს. ის ცნობილია თავისი ნეგატიური დამოკიდებულებით, სექსუალური უმცირესობის მიმართ. მან ერთერთ ცნობილ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ,,გეები და ლესბოსელები ძაღლებზე და ღორებზე უარესები არიან,,. შარშან კი, ქვეყნის დამოუკიდებლობის 34-ე წლისთავის ღონისძიებაზე, მან ევროკავშირი გააკრიტიკა სექსუალური უმცირესობის მხარდაჭერის გამო. ,,ევროპელებმა რაც ჩვეულებრივი იყო, უჩველოდ გახადეს, და რაც უჩვეულოა იმაზე გვიმტკიცებენ, რომ ჩვეულებრივია,, განაცხადა მუგაბემ და გააფრთხილა ევროპა, რომ ნებისმიერ დიპლომატს რომელიც მასთან ჩამოვა და სექსუალურ უმცირესობის დასაცავად სიტყვას დაძრავს, უკან მიაბრძანებს.1024px-Mugabecloseup2008 (1)

 

banner
წინა სტატიაშიაჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი დავით ბაციკაძე თანამდებობიდან გადააყენეს
შემდეგი სტატია“ზონა news” –სი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს