მტკვარი კალაპოტიდან გადმოვიდა – ხალხის ევაკუაცია იწყება

დატბორილია ფიროსმანის,დოლიძის, აღმაშენებლის ქუჩის ნაწილი, მარჯანიშვილის მოედანი, უნივერსიტეტის ქუჩის დასაწყისი და რამდენიმე ადგილი სანაპიროზე. ნიკოლაძის, წინამძღვრიშვილის,მინდელის, კოსტავას ქუჩები, ვაჟა–ფშაველა. ასევე ვაკის საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორია. წვიმის გამო ჩამოინგრა კაზინო “ევროპის” კედელი, სადაც ამ წუთებში მაშველები მუშაობენ. სამაშველო სამსახური მუშაობს ფილარმონიასთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში.

 

მტკვარი კალაპოტიდან გადმოვიდა - ხალხის ევაკუაცია იწყებამდინარე მტკვარი კალაპოტიდან გადმოვიდა, მარჯვენა სანაპიროზე ხალხია ჩარჩენილი. ამის შესახებ შემთხვევის ადგილიდან “თაიმერის” კორესპოდენტი იუწყება. ამ დროისათვის სანაპიროზე მანქანებია ჩარჩენილი, რომელიც წყალმა დაფარა. მაშველების თქმით ახლა სანაპიროზე მდებარე ავტოსამრეცხაოსა და ბენზინგასამართ სადგურებზე მომუშავე პირების ევაკუაცია იწყება. ადიდებული მდინარის გამო მაშველებს სანაპიროზე გადაადგილება ნავებით უწევთ.

banner
წინა სტატიაშითბილისში სტიქიის შედეგად ექვსი დაშავებული მოქალაქე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი
შემდეგი სტატიაზოოპარკის ტერიტორიაზე საგანგებო მობილიზაციაა