მტირალას ეროვნული პარკი ტურისტული სეზონისთვის ემზადება

განახლებული ინფრასტრუქტურა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა დაათვალიერა.

მტირალას ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი, ტურისტული თავშესაფარი, საკემპინგე, საკარვე ადგილები და ზიპლაინი მოეწყო. მინისტრის ინფორმაციით კავკასიის ბუნების ფონდის(WWF)-ის მხარდაჭერით ხორციელდება რამდენიმე პროექტი, რომელშიც ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა.

კერძოდ, ადგილობრივები მტირალას ეროვნულ პარკში მისულ ტურისტებს ადგილობრივ პროდუქციას მიაწვდიან. დაგეგმილია, ასევე მცირე გრანტების პროგრამის ხელშეწყობით საოჯახო ტიპის სასტუმროების განვითარებაც.

banner
წინა სტატიაში“ბორის ნემცოვის მკვლელობა რუსეთის დემოკრატიული ძალებისთვის დიდი დანაკლისია”
შემდეგი სტატიაპარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი დახურულ სხდომას მართავს