მტაცებელი ცხოველის არსებობის შესახებ 15 გამოძახება დაფიქსირდა, თუმცა არცერთი მათგანი არ დადასტურდა

სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, ზოპარკიდან დაკარგული ცხოველების შესახებ სიტუაცია კვლავ უცვლელია.

როგორც კრიზისების მართვის საბჭოში აცხადებენ, ამ მომენტისთვის დაკარგულად ითვლება ერთი ვეფხვი და ერთი ზოლიანი აფთარი.

„21 ივნისს ღამის 12:00 საათიდან მოყოლებული სულ დაფიქსირებულია 15 გამოძახება სხვადასხვა ადგილზე მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შესახებ. ყველა მათგანზე მოხდა სათანადო რეაგირება, თუმცა არცერთი მათგანი არ დადასტურდა. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მაქსიმალური სიფხიზლისა და ყურადღებისკენ, ასევე შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ 112-ს“, – ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშივეფხვის მიერ მოკლული მამაკაცი დღეს საკუთარ სოფელში დაკრძალეს
შემდეგი სტატიასადეზინფექციო სამუშაოები პოტენციური რისკის შემცველ ყველა კერაზე ხორციელდება