მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალ ანგარიშში საქართველოს რეიტინგი გაუმჯობესდა

DAVOS/SWITZERLAND, 23JAN11 - The WEF logo is seen on a window at the congress center during preparations for the upcoming Annual Meeting 2011 of the World Economic Forum in Davos, Switzerland, January 23, 2011. Copyright by World Economic Forum swiss-image.ch/Photo by Jolanda Flubacher

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2015-2016 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის“ („The Global Competitiveness Report“) მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 3 ადგილით გაუმჯობესდა.

ქვეყანამ, 4.22 ქულით, 140 ქვეყანას შორის, 69-ე ადგილიდან 66-ზე გადაინაცვლა.

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა – სლოვაკეთი (67-ე ადგილი), მონტენეგრო (70-ე ადგილი), ხორვატია (77-ე ადგილი), უკრაინა (79-ე ადგილი), საბერძნეთი (81-ე ადგილი), სომხეთი (82-ე ადგილი), მოლდოვა (84-ე ადგილი), ალბანეთი (93-ე ადგილი), სერბეთი (94-ე ადგილი).

საქართველოს პოზიციები გაუმჯობესებული აქვს ინდექსის 3 ფაქტორიდან ერთ ფაქტორში, 12 კომპონენტიდან 7 კომპონენტში, ხოლო 114 ქვეკომპონენტიდან – 58 ქვეკომპონენტში.

ეფექტიანობის მასტიმულირებელი ფაქტორები (Efficiency Enhancers) გაუმჯობესდა 2 პოზიციით და 77-ე ადგილზე გადმოინაცვლა. უმაღლესი განათლება, ტრეინინგი – გაუმჯობესდა 5 პოზიციით და 87-ე ადგილზე გადმოინაცვლა; სასაქონლო ბაზრის ეფექტიანობა – გაუმჯობესდა 12 პოზიციით და 48-ე ადგილზე გადმოინაცვლა; შრომითი ბაზრის ეფექტიანიობა – გაუმჯობესდა 9 პოზიციით და 32-ე ადგილზე გადმოინაცვლა; საფინანსო ბაზრის განვითარება – გაუმჯობესდა 8 პოზიციით და 68-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ბაზრის მოცულობა – გაუმჯობესდა 4 პოზიციით და 99-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

განვითარების შეფასების მიხედვით, საქართველოს კვლავ ეფექტიანობით მამოძრავებელი (Efficiency Driven) ქვეყნის სტატუსი აქვს. გაუმჯობესებული კომპონენტებია: ინსტიტუტები – გაუმჯობესდა 8 პოზიციით და მე-40 ადგილზე გადმოინაცვლა; უმაღლესი განათლება და ტრენინგი – გაუმჯობესდა 5 პოზიციით და 87-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ბაზრის ეფექტიანობა – გაუმჯობესდა 12 პოზიციით და 48-ე ადგილზე გადმოინაცვლა; შრომის ბაზრის ეფექტიანობა – გაუმჯობესდა 9 პოზიციით და 32-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ფინანსური ბაზრის განვითარება – გაუმჯობესდა 8 პოზიციით და 68-ე ადგილზე
გადმოინაცვლა; ბაზრის მოცულობა – გაუმჯობესდა 4 პოზიციით და 99-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ბიზნესის განვითარება – გაუმჯობესდა 1 პოზიციით და 112-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

გაუმჯობესებული ქვეკომპონენტებს შორისაა 1. ინსტიტუტები: საკუთრების უფლება – გაუმჯობესდა 27 პოზიციით და 58-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ინტელექტუალური საკუთრების დაცვა – გაუმჯობესდა 5 პოზიციით და 101-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ნდობა პოლიტიკოსების მიმართ – გაუმჯობესდა 2 პოზიციით და 77-ე ადგილზე გადმოინაცვლა; სასამართლოს დამოუკიდებლობა – გაუმჯობესდა 9 საფეხურით და 56-ე ადგილზე გადმოინაცვლა; სახელმწიფო რეგულაციების ტვირთი – გაუმჯობესდა 1 საფეხურით და მე-7 ადგილზე გადმოინაცვლა; დავების სამართლებრივი გზით მოგვარების ეფექტიანობა – გაუმჯობესდა 17 საფეხურით და 54-ე ადგილზე გადმოინაცვლა; კანონმდებლობის ეფექტიანობა რეგულაციებში- გაუმჯობესდა 28 საფეხურით და 55-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ბიზნესის დანახარჯები სამართალდარღვევებზე და ძალადობაზე – გაუმჯობესდა 11 საფეხურით და მე-18 ადგილზე გადმოინაცვლა; ბიზნესის დანახარჯები ტერორიზმზე – გაუმჯობესდა 21 საფეხურით და მე-14 ადგილზე გადმოინაცვლა; ორგანიზებული კრიმინალი – გაუმჯობესდა 10 საფეხურით და 17-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ფირმების ქცევითი ეთიკა – გაუმჯობესდა 3 საფეხურით და 51-ე ადგილზე გადმოინაცვლა; აუდიტისა და ანგარიშის სტანდარტის სიძლიერე – გაუმჯობესდა 20 საფეხურით და 65-ე ადგილზე გადმოინაცვლა; კორპორატიული საბჭოს ეფექტიანობა – გაუმჯობესდა 17 საფეხურით და 84-ე ადგილზე გადმოინაცვლა; უმცირესობაში მყოფი აქციონერთა ინტერესების დაცვა – გაუმჯობესდა 22 საფეხურით და 88-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

2. ინფრასტრუქტურა: საჰაერო მიმოსვლისას ადგილები კვირაში – გაუმჯობესდა 6 საფეხურით და 99-ე ადგილზე გადმოინაცვლა; მობილურის მომხმარებელთა რაოდენობა – გაუმჯობესდა 14 საფეხურით და 51-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

3. მაკროეკონომიკური გარემო: ინფლაცია, წლიური %-ლი ცვლილება – გაუმჯობესდა 25 საფეხურით და 53-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

4. ჯანდაცვა და დაწყებითი განათლება: ტუბერკულიოზის გავლენა ბიზნესზე – გაუმჯობესდა 1 საფეხურით და 66-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ტუბერკულიოზის შემთხვევები/100,000 მოსახლეზე – გაუმჯობესდა 3 საფეხურით და 95-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ახალშობილთა სიკვდილიანობა/1000 დაბადებულზე – გაუმჯობესდა 23 საფეხურით და 61-ე ადგილზე გადმოინაცვლა; დაწყებითი განათლების ხარისხი – გაუმჯობესდა 2 საფეხურით და 90-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

5. უმაღლესი განათლება და ტრენინგი: საშუალო განათლებაში ჩართულობა, გაუმჯობესდა 50 საფეხურით და 30-ე ადგილზე გადმოინაცვლა; პროფესიულ განათლებაში ჩართულობა – გაუმჯობესდა 10 საფეხურით და 74-ე ადგილზე გადმოინაცვლა; მათემატიკური და სამეცნიერო განათლების ხარისხი – გაუმჯობესდა 8 საფეხურით და 97-ე ადგილზე გადმოინაცვლა; მენეჯმენტის სკოლების ხარისხი – გაუმჯობესდა 1 საფეხურით და 97-ე ადგილზე გადმოინაცვლა;
6. ბაზრის ეფექტიანობა: ადგილობრივი კონკურენციის სიძლიერე – გაუმჯობესდა 14 საფეხურით და 91-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ბაზარზე დომინირება – გაუმჯობესდა 15 საფეხურით და 88-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ეფექტი – გაუმჯობესდა 11 საფეხურით და 116-ე ადგილზე გადმოინაცვლა; მთლიანი საგადასახადო განაკვეთი, მოგების % – გაუმჯობესდა 1 საფეხურით და მე-9 ადგილზე გადმოინაცვლა; დანახარჯები სოფლის მეურნეობაში – გაუმჯობესდა 27 საფეხურით და 72-ე ადგილზე გადმოინაცვლა; სავაჭრო ტარიფები – გაუმჯობესდა 28 საფეხურით და მე-4 ადგილზე გადმოინაცვლა; ბიზნესის გავლენა ინვესტიციებზე – გაუმჯობესდა 7 საფეხურით და 21-ე ადგილზე გადმოინაცვლა; იმპორტის წილი მშპ-ში – გაუმჯობესდა 5 საფეხურით და მე-40 ადგილზე გადმოინაცვლა; მომხმარებელთა მოთხოვნები – გაუმჯობესდა 7 საფეხურით და 114-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

7. შრომის ბაზრის ეფექტიანობა: ხელფასის განსაზღვრის მოქნილობა – გაუმჯობესდა 16 საფეხურით და 10-ე ადგილზე ადგილზე გადმოინაცვლა; დაქირავებისა და გათავისუფლების პრაქტიკა – გაუმჯობესდა 2 საფეხურით და მე-12 ადგილზე გადმოინაცვლა; თანამშრომლობა დამქირავებელ-დაქირავებულს შორის – გაუმჯობესდა 15 საფეხურით და 65-ე ადგილზე გადმოინაცვლა; გადასახადების გავლენა სამუშაო სტიმულზე – გაუმჯობესდა 5 საფეხურით და მე-15 ადგილზე გადმოინაცვლა; პროფესიულ მენეჯმენტი – გაუმჯობესდა 18 საფეხურით და მე-60 ადგილზე გადმოინაცვლა; ფინანსური ბაზრის განვითარება; ფინანსური მომსახურების არსებობა – გაუმჯობესდა 1 საფეხურით და 88-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ფინანსურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა – გაუმჯობესდა 2 საფეხურით და 73-ე ადგილზე გადმოინაცვლა; სესხზე ხელმისაწვდომობა – გაუმჯობესდა 1 საფეხურით და 109-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ბანკების სიმყარე – გაუმჯობესდა 10 საფეხურით და 57-ე ადგილზე გადმოინაცვლა; საფონდო ბირჟის რეგულაცია – გაუმჯობესდა 11 საფეხურით და 110-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

8. ტექნოლოგიური მზაობა: ინტერნეტის მომხმარებელი – გაუმჯობესდა 8 საფეხურით და 72-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ინვესტიციები და ტექნოლოგიების ტრანსფერი – გაუმჯობესდა 4 საფეხურით და 109-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტი 100 მოსახლეზე – გაუმჯობესდა 2 საფეხურით და მე-60 ადგილზე გადმოინაცვლა;

9. ბაზრის მოცულობა – გაუმჯობესდა 4 პოზიციით და 99-ე ადგილზე გადმოინაცვლა. შიდა ბაზრის მოცულობის ინდექსი – გაუმჯობესდა 3 საფეხურით და 98-ე ადგილზე გადმოინაცვლა; უცხოური ბაზრის ინდექსი – გაუმჯობესდა 1 საფეხურით და 107-ე ადგილზე გადმოინაცვლა; მშპ (PPP – აშშ. მლრდ. დოლარი) – გაუმჯობესდა 3 საფეხურით და 103-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

10. ბიზნესის განვითარება: ადგილობრივ მიმწოდებელთა ხარისხი – გაუმჯობესდა 3 საფეხური და 117-ე ადგილზე გადმოინაცვლა; ადგილობრივ მიმწოდებელთა რაოდენობა – გაუმჯობესდა 1 საფეხურით და 137-ე ადგილზე გადმოინაცვლა; შედარებითი უპირატესობა – გაუმჯობესდა 5 საფეხურით და 75-ე ადგილზე გადმოინაცვლა; საერთაშორისო დისტრიბუციაზე კონტროლი – გაუმჯობესდა 4 საფეხურით და 95-ე ადგილზე გადმოინაცვლა; წარმოების პროცესის დახვეწა – გაუმჯობესდა 4 საფეხურით და 110-ე ადგილზე გადმოინაცვლა; მარკეტინგის ხარისხი – გაუმჯობესდა 15 საფეხური და 89-ე ადგილზე გადმოინაცვლა;

11. ინოვაციები: მეცნიერებისა და ინჟინრების არსებობა – გაუმჯობესდა 9 საფეხურით და 113-ე ადგილზე გადმოინაცვლა. პატენტით სარგებლობის საკითხში თანამშრომლობა – გაუმჯობესდა 5 საფეხურით და 60-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

მსოფლიო კონკურენტუნარიანობის ინდექსი (GCI), რომელსაც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი განსაზღვრავს, ზომავს მაკროეკონომიკური გარემოს ხარისხს, ქვეყნის საჯარო ინსტიტუტების მდგომარეობას და ტექნოლოგიური მზაობის დონეს.

რეიტინგი ეყრდნობა საჯაროდ ხელმისაწვდომ (სტატისტიკურ) მონაცემებსა (WB; UNESCO; World Health Organization, IMF და სხვა) და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის აღმასრულებელ პირთა მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს, რომელიც ბიზნეს-სექტორის მიერ კითხვარების შევსებას მოიცავს. ის განიხილავს ქვეყნის ძლიერ და სუსტ მხარეებს, ახდენს პრიორიტეტების იდენტიფიცირებას პოლიტიკური რეფორმების განხორციელების ხელშეწყობისათვის. 2015-2016 წლის კვლევა მოიცავს 140 ქვეყანას. GCI მოიცავს ქვეყნის განვითარების სამ ძირითად საფეხურს 1. ფაქტორ-მამოძრავებელი; 2. ეფექტიანობის მამოძრავებელი; 3. ინოვაციის მამოძრავებელი, რომელიც 12 კომპონენტს აერთიანებს: სამ ფაქტორთა ჯგუფში შემავალი 12 კომპონენტი, თავის მხრივ, 114 ქვეკომპონენტს მოიცავს.

საქართველო GCI-ს კვლევაში ჩართულია 2004 წლიდან.

banner
წინა სტატიაშიაშშ: რუსული ბომბები ისლამური სახელმწიფოს გარდა ყველაფერს ხვდება
შემდეგი სტატიაავიადარტყმები სირიაში: რუსეთი კავკასიელებს ებრძვის?