მსოფლიოში MH17-ის კატასტროფის მსხვერპლებს იხსენებენ

მსოფლიოში MH17-ის კატასტროფის მსხვერპლებს იხსენებენ

მსოფლიოში MH17-ის კატასტროფის მსხვერპლებს იხსენებენგასული წლის 17 ივლისს Malaysia Airlines-ის თვითმფრინავი Boeing-777, რომელიც ასრულებდა რეისს კუალა-ლუმპური, დონეცკის მხარეში იქნა ჩამოგდებული.

დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იხსენებენ დაღუპულებს.
ტრაგედიის შესახებ დასავლეთი ფიქრობს, რომ არსებობს ბევრი მტკიცებულება იმისი, რომ თვითმფრინავი სარაკეტო მოწყობილობამ ჩამოაგდო, რომელიც რუსეთმა მიაწოდა პრორუსულ შეიარაღებულ პირებს აღმოსავლეთ უკრაინაში. რუსეთი ამას უარყოფს. ავსტრალიაში უკვე გაიმართა ბოინგით დაღუპული 39 პირის გახსენების ცერემონია. კანბერში, პარლამენტის ბაღში სამახსოვრო დაფა გაიხსნა, სადაც დაღუპულთა სახელებია ამოტვიფრული.
მემორიალი აღიმართა მიწაზე, რომელიც სპეციალურად უკრაინიდან ავსტრალიაში იქნა ჩამოტანილი.
ცერემონიის დაწყებამდე ავსტრალიის პრემიერმა ტონი ებოტმა განაცხადა, რომ “თვითმფრინავის ბორტზე 298 სრულიად უდანაშაულო ადამიანი იმყოფებოდა, სამართლიანობის გრძნობა უარს ამბობს დაიჯეროს მათი დაღუპვა” – თქვა მან.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯული ბიშოპმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მზად არის დამნაშავეები დასაჯოს.
უკრაინაში მემორიალური ქვა დაიდგა გრაბოვოში, რომელიც კატასტროფის ადგილთან ახლოს არის, დღეს აქვე გაიმართება ამ დღისთვის დაგეგმილი ღონისძიება.
ჰოლანდიაში, ქალაქ ნიუვეგეინში დაღუპულთა ნათესავები 193 გარდაცვილის სახელს წარმოსთქვამენ.
მალაიზიაში დაღუპულთა ნათესავები და მეგობრები კუალა-ლუმპურეში იკრიბებიან კატასტროფის ერთი წლისთავის აღსანიშნავად.

მიმდინარე კვირას 18 დაღუპულის ნათესავმა ამერიკის სასამართლოში საჩივარი იგორ გირკინის სახელზე შეიტანა, რომელიც ასევე ცნობილია როგორც სტრელკოვი. მათი თქმით, იმ პერიოდში სამხედრო ოპერაციებზე პასუხისმგებელი პირი იყო სტრელკოვი, ამიტომ მიუხედავად იმისა, თვითმფრინავზე სროლა მისი ბრძანებით მოხდა თუი არა, პასუხისმგებლობა, მას ეკისრება – ამბობენ დაღუპულთა ნათესავები.

banner
წინა სტატიაშივინ არის სააკაშვილის ახალი მოადგილე მარია გაიდარი…? (+ფოტო)
შემდეგი სტატიაკონსტანტინე გამსახურდია: თუკი საჭირო გახდება, ზვიად გამსახურდიას ცხედრის ხელახალი ექსჰუმაციის საკითხი განიხილება