მსოფლიოში ორი მესამედი მორწმუნეა

Gallup International Association-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მსოფლიოში ორი მესამდი ადამიანი მორწმუნეა. 65 ქვეყანაში 64 ათასი ადამიანი იქნა გამოკითხული სხვადასხვა მეთოდით, ტელეფონით, პირადად, ან ინტერნეტით.
საქართვეოლო გამოკითხულ ქვეყანათა შორის რელიგიურობის მაჩვენებლის ხუთეულშია 93 %-ით ტაილანდთან, სომხეთთან, ბანგლადეშთან და მაროკოსთან ერთად.
გამოკითხვაში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი მონაწილეობდა. როგორც დადგინდა, ახალგაზრდები უფრო მორწმუნეები არიან, ვიდრე ასაკოვნები.გამოკითხვის მიხედვით 25-დან 34 წლამდე ადამიანები განსაკუთრებული რელიგიურობით გამოირჩევნიან.
Gallup International Association-ის პრეზიდენტის ჟან მარკ ლეგერის თქმით, რომელთაც ჩაატარეს აღნიშნული გამოკითხვა, ახალგაზრდების რიცხვი, რომლებიც თავს რელიგიურად მიიჩნევენ მომავალში სავარაუდოდ, გაიზრდება.

banner
წინა სტატიაშიიუნისეფი: ნიგერიაში 800 ათასი დევნილი ბავშვია
შემდეგი სტატიაგერმანელი მწერალი, ნობელიანტი გიუნტერ გრასი გარდაიცვალა