მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ უბედური შემთხვევის გამო ერთი დაცვის თანამშრომელიც კი დაესაჯოთ

მინისტრი კახიშვილი ზარებსაც კი არ პასუხობს

არ არსებობს მსოფლიოში ფაქტი და პრეცედენტი, რომ უბედური შემთხვევის გამო ერთი დაცვის თანამშრომელიც კი დაესაჯოთ, – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, თემურ ჯანაშიას დაკითხვის შემდეგ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული კობა ხარშილაძის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.
როგორც ადვოკატმა განმარტა, დღეს დაკითხულმა მოწმემ თემურ ჯანაშიამ, რომელიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გენერალ-მაიორია, დაადასტურა, რომ დასაცავი პირის კატეგორიული მოთხოვნის შემთხვევაში დამცველი უძლურია განახორციელოს დაცვითი ღონისძიებები.
“შესაბამისად, დასაცავი პირი, ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი, ყველა იმ რისკზე, რაც შეიძლება დაკავშირებულიყო უბედურ შემთხვევასთან და ა.შ. პასუხისმგებლობას იღებს. ამას ადასტურებენ ამავე საქმეზე დაკითხული ბრალდების მოწმეები. კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას ბრალზე საუბარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მსოლფიოში ქვეყანა და პრაქტიკა, რომლის დროსაც უბედური შემთხვევის გამო ერთი დაცვის თანამშრომელიც კი დასჯილოყო”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულების კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინააღმდეგ საქმის განხილვას ნაფიცი მსაჯულების პირობებში საქალაქო სასამართლო 10 აგვისტოს, 11:00 საათზე განაახლებს. ხარშილაძეს და ძაძამიას ჟვანიას საქმეზე ბრალი სამსახურებრივ გულგრილობაში ედებათ, რაც პროკურატურის მტკიცებით, გამოიხატა იმაში, რომ მათ დასაცავი პირი, ზურაბ ჟვანია დაცვის გარეშე დატოვეს, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშითემურ ჯანაშია – კანონში არაფერი წერია დასაცავი პირის უბედური შემთხვევებისგან დაცვის შესახებ
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი: ივანიშვილი რუსთავი2-ის ხელში ჩასაგდებად ლეღვის ფოთლის როლში იყენებს ე.წ. მესაკუთრეს