მსახიობ ჰარისონ ფორდის შვილმა, ცნობილმა მზარეულმა მსჯავრდებულებისთვის მასტერკლასი ჩაატარა (ფოტო)

10369715_887940284615337_947673725881469596_n 11988392_887940797948619_2901149819594306047_n 12036676_887940344615331_7069342406158074993_n 12046788_887940491281983_1376566508259684724_n

მე-16 პენიტენციურ დაწესებულებაში ცნობილმა ამერიკელმა მზარეულმა, მსახიობ ჰარისონ ფორდის შვილმა ბენ ფორდმა მსჯავრდებულებისთვის მასტერკლასი ჩაატარა.
როგორც “თაიმერს” სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და აშშ-ს საელჩოს მიერ ერთობლივად დაიგეგმა და მისი მიზანი მსჯავრდებულების რესოციალიზაციის ხელშეწყობაა.
ამერიკელმა მზარეულმა კერძი “ჩილი” მსჯავრდებულებთან ერთად მოამზადა, რომელიც მოგვიანებით მსჯავრდებულებმა და სტუმრებმა გასინჯეს.
ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა, აშშ-ს საელჩოს საერთაშორისო ნარკოტიკებისა და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიუროს ხელმძღვანელი ტრეისი ნიუველი, საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების ხელმძღვანელი მოლი ენ რიძინსკი და სხვა თანამშრომლები დაესწრნენ.
თამარ ხულორდავას განცხადებით, მე-16 დაწესებულებაში მსჯავრდებულებს ეძლევათ საშუალება, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ რეაბილიტაციის და რესოციალიზაციის პროცესში.
“ჩვენთან სტუმრად იყო ცნობილი შეფ-მზარეული ბენ ფორდი, რომელმაც მსჯავრდებულებთან ერთად მოამზადა ძალიან საინტერესო კერძი. ამ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული სწავლება, მათთვის ისეთი უნარ-ჩვევების მიცემა, რაც გათავისუფლების შემდეგ მათ დასაქმებაში დაეხმარება. კულინარია არის ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესია ჩვენს ბაზარზე და იმედი გვაქვს, რომ სხვა პროფესიული სწავლების კურსებთან ერთად, აქ მყოფ მსჯავრდებულებს კულინარიის კურსებს შევთავაზებთ,”-განაცხადა თამარ ხულორდავამ.
ბენ ფორდმა განმარტა, რომ მსჯავრდებულებს კერძების მომზადების თავისებურებები ასწავლა.
“ყოველთვის საინტერესოა იმის ნახვა, თუ ვინ ხვდება ციხეში. გავარკვიეთ, რომ ზოგიერთ პატიმარს კულინარიასთან შეხება ადრეც ჰქონია და მათთვის ძალიან სასიამოვნო იყო დღევანდელი დღე. სხვებმა კი, დღეს ამ კუთხით ახალი უნარები შეიძინეს. საუბარი გქვონდა იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ სწორად დანა, როგორ შევინარჩუნოთ სისუფთავე პროდუქტების საჭრელ დაფაზე, როგორ დავჭრათ კერძისთვის საჭირო პროდუქტი მარტივად. გარდა ამისა, მსჯავრდებულებს ახალი ძალიან გემრიელი და სურნელოვანი კერძის ჩილის მომზადება ვასწავლე. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ადამიანები არასწორ გზას ირჩევენ, მაგრამ კარგი პიროვნებები როგორც გარეთ, ასევე, ციხეშიც არიან. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი მასტერკლასით პატიმრებს კულინარიული კუთხით განვითარების საშუალება მივეცით. ზუსტად არ ვიცოდი ვისთან მომიწევდა მუშაობა და ცოტა ვინერვიულე კიდეც, რადგან ციხეში არასდროს ვყოფილვარ. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ მსჯავრდებულების ენთუზიაზმითა და დამოკიდებულებით,”- განაცხადა ფორდმა.
აშშ-ს საელჩოს საერთაშორისო ნარკოტიკებისა და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიუროს ხელმძღვანელის ტრეისი ნიუველის განცხადებით 2 წელია სასჯელაღსრულების სამინისტროსთან თანამშრომლობს.
“საქართველოს პენიტენციური დაწესებულებების წარმომადგენელთა და მენეჯმენტის გადამზადების პროგრამისთვის გათალისწინებული გვაქვს ერთი მილიონი ამერიკული დოლარი. ჩვენ სამინისტროდან ორი ჯგუფი შევარჩიეთ და ამერიკაში, ვისკონსინის შტატში მართვის ახალი პრაქტიკის შესასწავლად წავიყვანეთ,” – განაცხადა ტრეისი ნიუველმა.
სამინსიტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულებისთვის ბენ ფორდის მასტერკლასი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. როგორც ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა ლ.ყ-მ აღნიშნა, აქამდე არასდროს მოუმზადებია საჭმელი და მისთვის ძალიან სასიამოვნო და საპასუხისმგებლოც იყო ცნობილ კულინართან ერთად კერძის მომზადება.
“ბატონ ბენთან ერთად ძალიან სასიამოვნო იყო ჩილის მომზადება. ძალიან კარგი და სასარგებლო იქნება პატიმრისთვის ამ პროფესიის დაუფლება, რათა ამის საშუალებით გათავისუფლების შემდეგ დასაქმდეს,” – აღნიშნა მსჯავრდებულმა.

banner
წინა სტატიაშიხვალ „თბილისი-მარათონთან“ დაკავშირებით მოძრაობა შეიზღუდება
შემდეგი სტატიაფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები” ინტერპარტიულ ჯგუფს ხვდება