მსახიობ კოტე თოლორდავას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

მსახიობ კოტე თოლორდავას საბურთალოს სასაფლაოზე 19 აპრილს დაკრძალავენ. ინფორმაციას გარდაცვლილი მსახიობის სიმამრმა კახა მელითაურმა ადასტურებს.

მელითაურის ინფორმაციით მსახიობის ცხედარს მოსკოვიდან თბილისში ხვალ ჩამოასვენებენ. მოსკოვი-თბილისის რეისს ავიაკომპანია “აირზენა” შეასრულებს.

როგორც დაღუპული მსახიობის ოჯახის წევრები აცხადებენ, გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს ქალაქ თბილისის მერია დაფარავს.

შეგახსენებთ, რომ კოტე თოლორდავა რუსეთში გადაღებებზე იმყოფებოდა. ის 11 აპრილს სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს.

banner
წინა სტატიაში“ვინმე თუ წავიდა თურქეთის მიმართულებით, ამას ვერ ავუკრძალავთ,” – გომელაური ქართველების სირიაში წასვლაზე
შემდეგი სტატია,,NATO,, ალიანსის წევრებს რუსეთის წინააღმდეგ მზადყოფნისკენ მოუწოდებს