მსახიობებმა გეების შეწყალებაზე თხოვნის წერილი დაწერეს

მსახიობებმა ბენედიქტ კემბერბეტჩმა და სტივენ ფრაიმ ბრიტანეთის მთავრობას ღია წერილით მიმართეს, რომ შეიწყალონ ის 49 ათასი ადამიანი, რომლებიც მე-20 საუკუნეში ჰომოსექსუალობის გამო იქნენ გასამართლებულები.
წერილს ხელი ცნობილი ბრიტანელი მათემატიკოსის ალან ტიურინგის ოჯახის წევრებმაც მოაწერეს, რომელიც 1952 წელს ახალგაზრდა მამაკაცთან კონტაქტის დამყარების გამო იდევნებოდა.
ტიურინგი 2013 წელს დედოფალ ელიზაბეტ მეორეს სპეციალური განკარგულების საფუძველზე იქნა შეწყალებული გარდაცვალების შემდეგ.
„ალან ტიუგის მიმართ ბოდიშის მოხდა და მისი შეწყალება მხოლოდდამხოლოდ მისასალმებელია, თუმცა მის გარდა 49 ათასი ადამიანია დარჩენილი, რომლებიც იგივე სასამართლომ გაასამართლა. ძალიან ბევრმა მაშინ ამას ვერ გაუძლო და თავი ჩამოიხრჩო. მათგან დაახლოებით 15 ათასი ცოცხალია“ – ნათქვამია მიმართვაში.
ბრტიანეთის ტერიტორიაზე ჰომოსექსუალიზმი 1980 წელს იქნა დეკრიმინალიზებული.

banner
წინა სტატიაშიინგლისის ეკლესია სამი მშობლისგან ბავშვის გაჩენის წინააღმდეგია
შემდეგი სტატიაგოგი თოფაძე – პრეზიდენტი პარლამენტში წლიური მოხსენებით, სავარაუდოდ, თებერვლის მესამე კვირას გამოვა