მრცხვენია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთს ჰყავს გუბერნატორი, რომელიც არის ყარაბას ბარაბასი–ანი წითლიძე

მრცხვენია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთს ჰყავს გუბერნატორი, რომელიც არის ყარაბას ბარაბასი

ზუგდიდის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი და საკრებულოს წევრი ანა წითლიძე აცახდებს, რომ ზუგდიდს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია აკონტროლებს და ადგილობრივი თვითმმართველობა გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებს. ამის შესახებ ანა წითლიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ამასთან, წითლიძე ამბობს, რომ ზუგდიდის განვითარების ცენტრის დაფინანსების საკითხს ხელს გუბერნატორი უშლის.

მრცხვენია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთს  ჰყავს გუბერნატორი, რომელიც არის ყარაბას ბარაბასი
“მრცხვენია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთს ჰყავს გუბერნატორი, რომელიც არის ყარაბას ბარაბასი – ბავშვების მტერი, რომელიც ხელს უშლის ბავშვების უფასო განათლებას. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნლები ჩემთან პირად საუბრაში ამბობენ, რომ გუბერნატორი ცენტრის დაფინანსების წინააღმდეგია”, – თქვა ანა წითლიძემ.
ზუგდიდის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს ბანკიში ცენტრის სახელზე გახსნილია ანგარიშის ნომერი, სადაც ნებისმიერ მსურველს თანხის ჩარიცხვა შეუძლია. ანგარიშის ნომერია: GE29BG0000000822977000.
ზუგდიდის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ბრალდებებს დღესვე უპასუხეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციაში. გუბერნატორის პრესამსახური პაატა ლაგვილავა საკრებულოს წევრის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ უბერნატორი ადგილობრივი თვითმნმართველობის საქმიანობაში არასოდეს ჩარეულა.
“ადგილობრივი ხელიუფლების გადასაწყვეტია უქირავებენ თუ არა ფართს ქალბატონი წითლიძის ორგანიზაციას. ამ წუთებში გუბერნატორი დაკავებულია უფრო მნიშვნელოვანი საქმით, ვიდრე ეს წითლიძის მონაგონია. ის ხვდება ინვესორებს, ასევე შეხვედრები აქვს ინფრასტუქტურის სამინისტროში, ისეთ მნიშცვნელოვან საკითხზე, როგორიცაა ზუგდიდში სტადიონის მშენებლობა”, – თქვა პაატა ლაგვილავამ.
ცნობისთვის, გუშინ, 24 თებერვალს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ,ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შემსწავლელი, კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც ხმაური და დაპირისპირება იყო.
„ზუგდიდის განვითარების ცენტრის“ მსმენელებმა და მოხალისე მასწავლებლებმა, რომლებიც დაფინანსებას 3 თვეა ითხოვენ, კომისია არაეფექტურ მუშაობასა და პროცესების განზრახ გაჭიანურებაში დაადანაშაულეს. თავის მხრივ, კომისიის თავმჯდომარე გიორგი თოდუა ცენტრის წარმომადგენლების ბრალდებებს უარყოფს და მათ ბავშვებით მანიპულირებასა და ინტრიგებში ადანაშაულებს.
ზუგდიდის განვითარების ცენტრი, სადაც ცენტრის წარმომადგენლების ინფორმაციით ,1 300-მდე ბავშვი სწავლობს ,ფართის დაფინანსებას ითხოვს, რისთვისაც, მათი გათვლებით, 18 ათასი ლარია საჭირო.
კომისიის შემადგენლობაში ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები შედიან.
ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპლიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობისა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფის პროექტებს დააფინანსებს. ამისთვის ბიუჯეტში 30 ათასი ლარია გათვალისწინებული.

banner
წინა სტატიაშისოხუმში რუს სამშვიდობოებს ძეგლს უდგამენ
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს