მრჩეველთა დამატებაზე დედაქალაქის მერი პირველ კომენტარს აკეთებს

მრჩეველების დამატება საშტატო ერთეულის გაზრდა არ არის. დავით ნარმანია პირველ განმარტებას აკეთებს. მერის განცხადებით, ცვლილებით ადმინისტრაციული ხარჯი არ გაიზრდება.

საარჩევნო დაპირებების უგულვებელყოფაში და შტატის ხელოვნურად გაზრდაში დავით ნარმანიას თბილისის საკრებულოს ოპოზიცია ადანაშაულებს.

“დამატებითი მრჩევლების დანიშვნას ეს ცვლილება არ ითვალისწინებს, გამომდინარე იქიდან, რომ ადმინისტრაციაში სხვადასხვა მიმართულებით იყო შტატები გაფანტული, ამ ცვლილებით ხდება ერთიანად თავმოყრა. მითუმეტეს, მრჩევლები ჩვენ გვყავს ცენტრალურ აპარატში. ასე რომ, რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ამით არ ხდება და უმჯობესია, რომ საზოგადოება არ შეიყვანონ მათ შეცდომაში,” – განმარტავს დავით ნარმანია.

banner
წინა სტატიაშინატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების მოწოდებით გამოდის
შემდეგი სტატიაკახა კალაძე საერთაშორისო ენერგეტიკული ქარტიის მინისტერიალში მონაწილეობს