“მრეწველები” პარლამენტის საგანგებო სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ

“მრეწველები” ხვალ პარლამენტის საგანგებო სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ.

ინფორმაცია ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების ინიციატივით ჩანიშნულ სხდომას გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე დაესწრებიან.

სხდომას არ დაესწრება ნუკრი ქანთარია და ნანა ყეინიშვილი. მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ამის მიზეზად დაგეგმილი შეხვედრები დაასახელეს.

სხდომაზე დასწრებას გეგმავენ ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები. სრული შემადგენლობით იქნება პარლამენტში “ერთნიანი ნაციონალური მოძრაობა”.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” ქადაგიძის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს
შემდეგი სტატიაპარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სავარაუდოდ, ჩაიშლება