მოხსენება: აშშ-ში პოლიცია დღეში ორ ადამიანს კლავს

TIMER-AAამერიკული გაზეთის Washington Post-ის მონაცემებით, პოლიციელების მიერ მოკლული ადამაინების რიცხვი ორჯერ აღემატება ოფიციალურ სტატისტიკას.
როგორც გაზეთშია ნათქვამი, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში 385 ადამიანი ჰყავს პოლიციელებს მოკლული, ანუ, ორი ადამიანი დღეში.
პოლიციელების მსხვერპლთა შორის უფრო მეტი აფრო–ამერიკელები არიან.
ოფიციალური სტატისტიკა იმ მონაცემებს ეყრდნობა, რასაც სამართალდამცავები აქვეყნებენ.
ისინი ამბობენ, რომ 2008 წლიდან ყოველ წლიურად 400 ადამიანს კლავს პოლიცია.
უკანასკნელი დროის მანძილზე ქვეყანაში რამდენიმე  სკანდალი მოხდა, რომელიც პოლიციელების მხრიდან შავკანიანი მოქალაქეების მკვლელობებს ეხებოდა.
არსებული ფედერალური კანონების მიხედვით პოლიციას ნებადართული აქვს გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი საშიშროების შექმნის შემთხვევაში, რაც პოლიციელების სიცოცხლეს ემუქრება. თუმცა, დღემდე არ არსებობს მონაცემები მსგავსი შემთხვევები. ფედერალური მთავრობა სამართალდამცავების მონაცემებს ეყრდნობა, რომ იარაღის გამოყენება არასწორ შემთხვევებს გამორიცხავს.

გაზეთმა Washington Post-მა განაცხადა, რომ წლის დასაწყისიდან არეგისტრირებდა მკვლელობის ყველა შემთხვევას და ამისთვის იყენებდა სატელეფონო ზარებს, პოლიციის მონაცემებს და ადგილობრივ მედია გამოცემებს.
გაზეთი მივიდა დასკვნამდე, რომ მიმდინარე წელს მკვლელობების რიცხვი დღე-ღამის განმავლობაში 2, 6 შემთხვევაა, რაც ოფიციალურ მონაცემებს ორჯერ აღემატება.
“მსგავსი შეჯთხვევები ხშირად არ ხმაურდება – ამბობს გაზეთთან ინტერვიუში პოლიციის შეფი ჯიმ ბუერმანი – ჩვენ ვერ მოვახერხებთ მკვლელობების რიცხვის შემცირებას, რომელსაც პოლიციელები სჩადიან, თუკი სანდო ინფორმაციას ვერ შევაგროვებთ”.

გაზეთის სხვა დასკვნები:

150531132529__83330249_6495724c-47c0-41be-8580-02e7d7445abd
შავკანიანი მოქალაქეები პოლიციელების მხრიდან სამჯერ მეტად იღუპებიან, ვიდრე თეთრი ან სხვა ჯგუფების წარმომადგენლები.
მოკლულთაგან ბევრს იარაღი ქონდათ, მაგრამ ყოველ მეექვსეს იარაღი არ ქონია ან სათამაშო იარაღი ქონდა.
2015 წლის გასული 5 თვი სმანძილზე პოლიციელებმა 365 მამაკაცი და 29 ქალი მოკლეს.
118 დაღუპული 25-34 წლის იყო, 95 33-44 წლის. 8 მათგანი 18 წლის.
სამივე შემთხვევისას, როცა პოლიციელს ბრალი წაეყენა , პოლიციელების ბრალეულობა დამტკიცდა.

banner
წინა სტატიაში,,რომ გაისიგრძეგანოთ ივანაშვილის სიხარბე და „კრიჟანგობა“, წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ 7 მილიარდი,,
შემდეგი სტატიამეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებულ ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება