მოქალაქე პრემიერთან არ მიუშვეს

18511_850580588366352_834409147245296355_nსაქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი მიულოცა.
პრემიერ-მინისტრმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და მთავრობის წევრებთან ერთად, გვირგვინით შეამკო უცნობი ჯარისკაცის საფლავი. ,,მინდა, მივესალმო ჩვენს ქართველ ვეტერანებს, მივულოცო დღევანდელი დღე და ვუსურვო, რომ მსოფლიოში აღარასოდეს განმეორდეს ის ტრაგედია, როგორიც იყო მეორე მსოფლიო ომი“,- მიმართა პრემიერმა ვაკის პარკში შეკრებილ საზოგადოებას. ვაკის პარკში, ვეტერანებთან შეხვედრის და სიტყვით გამოსვლის შემდეგ, რამდენიმე მოქალქემ პრემეირთან შეხვედერა და მისთვის წერილის გადაცემა სცადა, თუმცა ადგილზე მყოფმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.პრემიერ-მინისტრი მეორე მსოფლიო ომზე გადაღებული ფილმის ჩვენებას და ვეტერანების პატივსაცემად გამართულ კონცერტსაც დაესწრო.

68471930be18287321ee

banner
წინა სტატიაშინადეჟდა სავჩენკო სასამართლოზე გულის შეტევისგან ცუდად გახდა
შემდეგი სტატიაამდრომდე სოფელ აკურაში სტალინის ბიუსტს სტალინელები იცავენ