„მოქალაქემ შემოხაზულ ბიულეტენს ფოტო ხელისუფლებისთვის საჩვენებლად გადაუღო“

67-ე ოლქის 45-ე უბანზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში, საკრებულოს შუალედური არჩევნები მცირე დარღვევების ფონზე მიმდინარეობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის არჩევნის“ დამკვირვებლის, ბესიკ დონაძის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეებზე მუქარა ხორციელდება.

დონაძის განმარტებით, ამომრჩეველ ზოია გადელიას, მას შემდეგ რაც გაამხილა, რომ ბიულეტენზე შემოხაზული არჩევანი ადგილობრივი ხელისუფლებისთვის უნდა ეჩვენებინა, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინეს.

„საარჩევნო კაბინაში ფოტოს გადაღების ხმა მესმოდა. როდესაც ქალბატონს შენიშვნა მივეცი და ვუთხარი, თუ რატომ უღებდა ფოტოს ბიულეტენებს, მან ასეთი პასუხი გამცა – ადგილობრივმა ხელისუფლებამ დამავალა ბიულეტენზე შემოხაზულ პოლიტიკურ პარტიას ფოტო გადაუღე და გვაჩვენეო. ეს არის დარღვევა, რაზეც შესაბამისი რეაგირება მოვახდინე“,- ამბობს ბესიკ დონაძე.

შეგახსენებთ, რომ სენაკისა და ზუგდიდის ოლქების ზოგიერთ უბნებში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიინგლისი ფიფას-ს წინააღმდეგ უეფა-ს ბოიკოტს შეუერთდება
შემდეგი სტატიაქუთაისში პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დასრულდა