,,მოუთმენლად ველით თავდაცვის მინისტრთან შეხვედრას და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას”

არ შემიძლია წინასწარ ხაზი გავუსვა, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვარშავაში ნატო- ს სამიტზე

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრას და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას მოუთმენლად ელის.

ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს მინისტერიალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელმა გენ. მდივანს საქართველოსთან დაკავშირებულ უახლოეს გეგმებზე დაუსვა კითხვა.

იენს სტოლტენბერგმა საქართველო ნატო-ს უმნიშვნელოვანეს პარტნიორად მოიხსენია.

„საქართველო ნატოს უაღრესად ღირებული პარტნიორია. მე ახლახან ვეწვიე საქართველოს და გავხსენით ახალი სასწავლო ცენტრი. იგი ნაწილია არსებითი პაკეტისა, რომელიც ჩვენ ქართველებთან ერთად შევიმუშავეთ. ჩვენ ხუთშაბათს გვექნება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დროს და ესეც არის ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კიდევ ერთი კომპონენტი. ასე, რომ მოუთმენლად ველით თავდაცვის მინისტრთან შეხვედრას და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას. ეს არის ნატო-სა და საქართველოს შორის მზარდი თანამშრომლობის შემადგენელი კომპონენტები“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

გენერალური მდივანი მიმდინარე კვირას საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრებს – საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიევროპის უმაღლესი სასამართლო: აშშ-ს კომპანიები ევროპელების პირად მონაცემებს არ იცავენ
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი გაერო-ს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით წარდგა