მოსმენების სკანდალი – რებეკა ბრუკსი ისევ რედაქტორის პოზიციაზე

რუპერტ მერდოკის News Corp გაზეთ News of the World-ის რედაქტორთან რებეკა ბრუკსთან კორპორაციაში დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებებს მართავს. ბრუკსს კომპანიის ბრიტანული განყოფილების ხელმძღვანელობას სთავაზობენ.

Financial Times-ის ცნობით, ახალ დანიშვნაზე ინფორმაცია სექტემბერში გამოქვეყნდება.
რებეკა ბრუკსი ამ პოზიციაზე 4 წლის წინ მუშაობდა, სანამ გათავისუფლების შესახებ განცხადებას დაწერდა.
სასამართლოში, რომელიც სკანდალური მოსმენების თემას ეხებოდა, რებეკა უდანაშაულოდ ცნეს, მან დაამტკიცა, რომ მისი თანამშრომლების მიერ განხორციელებული უკანონო მოსმენების შესახებ მან არაფერი იცოდა, რომელსაც გამოცემის რეპორტიორები ანხორციელებდნენ.

სკანდალის შედეგად News of the World დაიხურა, გამოცემის ერთ-ერთ რედაქტორს კი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ბრუკსის შესაძლო დანიშვნამ აქტივისტებში აღშფოთება გამოიწვია უკვე. მათი თქმით, ბრუკსის ნიუს კორპსში დაბრუნება “მაფიოზური ტიპის დინასტიური კორპორაციის ნიშანი იქნება”.

“თაიმსის” ყოფილმა აღმასრულებელმა რედაქტორმა როჯერ ელტონმა განაცხადა, რომ ბრუკსი კარგი ხელმძღვანელი იყო, რომელსაც ძალიან აფასებდნენ კომპანიაში “ის უკიდურესად ეფექტური და ნიჭიერი ადანიანია, რომელმაც კარგად იცის ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა”

თუმცა, მისი ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ როგორც რედაქტორი ბრუკსი “ნამდვილი კოშმარი იყო” მათი თქმით, მას მხოლოდ დილის განმავლობაში დახმლოებით 25 შეტყობინების გაგზავნა შეეძლო იმის სათქმელად, რომ მას ტექსტი არ მოსწონს – ციტირებს ერთ-ერთი გამოცემა ბრუკსის ყოფილი თანამშრომლის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ News of the World ოთხი წლის წინ სამეფო კარის ინტრიგებში გაება, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია საზოგადოებაში. ამ ფაქტის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გამოცემის ჟურნალისტები არალეგალურად უსმენდნენ რესპოდენტებს. საქმე სასამართლომდე მივიდა, გამოცემა კი დაიხურა.

banner
წინა სტატიაშილევან გვაზავას სკანდალური წარსული გაუხსენეს – რატომ დაჭრა მამუკა ონაშვილი
შემდეგი სტატიათურქეთის ავიაციამ ისლამური სახელმწიფო პირველად დაბომბა