მოსკოვი ბაქოს მილიარდი დოლარის იარაღს აწვდის

ТОС-1А1მიუხედავად იმისა, რომ რუსეთისთვის კავკასიაში ყველაზე ახლო მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი სომხეთია,  ის არ ერიდება სომხეთთან დაპირისპირებული ქვეყნის, აზერბაიჯანის შეიარაღებას მაშინაც კი, როცა ფაქტობრივად ბოლო სამი თვის განმავლობაში ყარაბახის ფრონზტე უწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობს და მხარეებს თითქმის ყოველდღე ცოცხალი ძალის სახით მსხვერპლი აქვთ.

როგორც აზერბაიჯანული მედია იტყობინება, აზერბაიჯანის მიერ რუსეთთან  2010 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, აზერბაიჯანმა 1 მილიარდამდე დოლარის ღირებულების თანამედროვე მძიმე შეიარაღება შეისყიდა, რომელიც მოსკოვმა  2017 წლამდე უნდა ჩააბაროს.

საუბარიარია უახლესი მოდიფიკაციის, ოპტიკურ ელექტრონული სისტემა ,,შტორა,,თი აღჭურვილ და ავტომატური მიდევნების სამიზნიან ტანკებზე ,,T-90C,,  ( 100 ერთეული) , ქვეითთა საბრძოლო მანქანა ,,БТР-3,, (18 ერთეული), თვითმავალი არტილერიული დანადგარი ,,Мста-С,, დივიზიონი (18 ერთეული), ზალპური ცეცხლის დანადგარი РСЗО  ,,სმერჩი,, (18 ერთეული), თვითმავალი საარტილერიო ქვემეხი ,,ვენა,, (6 ერთეული) და მძიმე ცეცხლმტყორცნი სისტემა  ТОС-1А  ,,სოლნცეპეკ,, რაც ,,ბურატინოს,, ახალი მოდიფიკაციაა. ამასთანავე, რუსეთი აზერბაიჯანს მიაწვდის სამხედრო-სარემონტო მანქანებს, საინჟინრო მანქანებს, სარაკეტო-გამშვებ კომპლექსებს და ვერტმფრენებს  Ми-17В1 და Ми-35М.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, T-90C ტიპის ტანკების მიღება-ჩაბარება უკვე სრულდება და დანარჩენი ტექნიკაც 2017 წლამდე ეტაპობრივად უნდა ჩაბარდეს აზერბაიჯანს,

თუ გავითვალისწინებთ აზერბაიჯანის დღევანდელ შეიარაღებას და სამხედრო ბიუჯეტს, რომელიც  3 მილიარდ დოლარზე მეტია, ახალი შეიარაღების დამატებით, აზერბაიჯანის არმია კავკასიის რეგიონის აბსოლიტური ლიდერი ხდება.

 

 

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის სამინისტრო “სოციალურ პარტნიორობას” პასუხობს
შემდეგი სტატია“ნოვაია გაზეტა” უკრაინაში კრემლის მოქმედების 2014 წელს დაწერილ სცენარს აქვეყნებს