მოსკოვის საბავშვო მაღაზიებში სათამაშო-ნაცისტებს ეძებენ

მოსკოვის საბავშვო მაღაზიებში სათამაშო-ნაცისტებს ეძებენ

ნაცისტური სიმბოლოების მქონე ჯარისკაცების გაყიდვის ფაქტზე მოსკოვში, სავაჭრო ცენტრ „ცენტრალური საბავშვო მაღაზია“ (ყოფილი „ბავშვთა სამყარო“), სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
გამომძიებლები მაღაზიიდან ნაცისტური გერმანიის სიმბოლიკის სათამაშოების ამოღებას იწყებენ. ისინი ასევე აწარმოებენ დაკითხვებს და ჩხრეკას. საქმეს მოსკოვის მთავარი საგამოძიებო სამმართველო წარმართავს.
როგორც საქმიდან ჩანს, 2015 წლის 3 აპრილს ზემოთაღნიშნული სავაჭრო ქსელიდან გაყიდულ იქნა 1939-1945 წლების ფაშისტური გერმანიის პერიოდის ოფიცრების სამხედრო თოჯინები.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „სიძულვილის ან მტრობის გაღვივება ან ადამიანური ღირსების დამცირების“ მუხლით, კოდექსის 281-ე სტატიის საფუძველზე.

banner
წინა სტატიაში“ეს არის ქართული ოცნების მმართველობის შედეგი,”- სერგო რატიანი პოლიციელებზე თავდასხმას აფასებს
შემდეგი სტატია“ეს არის უმძიმესი დანაშაული,”- თავისუფალი დემორკატები პოლიციელებზე თავდასხმას აფასებენ