მოსკოვის მუზეუმში აყვანილი მძევლი და მოძალადე ყოფილი ცოლ-ქმარი აღმოჩნდა

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე საათის უკან, მოსკოვში შსს-ს ცენტრალურ მუზეუმში ხელყუმბარით შეიარაღებულმა უცნობმა მამაკაცმა მძევლები აიყვანა და მათ შორის ერთ-ერთი პოლიციის თანამშრომელი ქალი იყო…

ამ წუთებში რუსული მედიის მიერ გავრცელებული დაზუსტებული ინფორმაციით კი, მძევალი მხოლოდ ერთი ქალბატონი იყო… ტერორისტი,  რომელმაც მას თავისუფლება აღუკვეთა და მოკვლით ემუქრებოდა, მისი ყოფილი მეუღლე აღმოჩნდა… როგორც რუსული მედია ამტკიცებს, მამაკაცმა ყოფილი ცოლის წინააღმდეგ ძალადობრივი აქტი,  მათი საერთო შვილის საცხოვრებელი ადგილზე შეუთანხმებლობის გამო ჩაიდინა… აღსანიშნავია, რომ ყოფილი ცოლ-ქმარი შსს-ს მოქმედი თანამშრომლები არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციასთან მოლაპარაკებების შემდეგ, მოძალადე მამაკაცმა უარი თქვა თავის მოთხოვნებზე, გაანთავისუფლა ყოფილი მეუღლე და ჩაბარდა პოლიციას. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

banner
წინა სტატიაში“პოლიტიკურ ოპოზიციას ჰგონია, რომ პოლიტიკური შოუს მოწყობა წაადგება ან ლარს, ან ეკონომიკას,” – ნოდარ ხადური
შემდეგი სტატიაგედევან ფოფხაძე – რიგგარეშე სხდომის დანიშვნით, პრეზიდენტმა “ნაცმოძრაობის” ინტერესებს გაუწია ანგარიში