მოსკოვის მიმართულებით ყოველდღიურად 5–6 რეისი შესრულდება

ქართულ და რუსულ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოსკოვის მიმართულებით ფრენების სიხშირესთან დაკავშირებით ძალაში რჩება. თუმცა, საკითხი დახურული არ არის. 2- დღიანი მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ 31 იანვრამდე მოსკოვის მიმართულებით ყოველდღიურად 5–6 რეისს განახორციელებს.

კონსულტაციები მხარეებს შორის გაგრძელდება.

სერგეი სესკუტოვი, რომელიც რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა, დარწმუნებულია, რომ შეთანხმება ფრენების მოცულობის გაზრდაზე შედგება.

არ არის გამორიცხული, მოსკოვის გარდა, ფრენები რუსეთის სხვა ქალაქების მიმართულებითაც განხორციელდეს.

საქართველოს საავიაციო სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელიც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, არ ადასტურებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ „აეროფლოტი“ ქართულ საავიაციო ბაზარზე შეღავათებით ისარგებლებს.

ოპოზიცია საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე მოლაპარაკების დეტალების გასაჯაროებას ითხოვს. არ არის გამორიცხული, რუსულ ავიაციასთან გასაფორმებელი ახალი ხელშეკრულების შესწავლა უმრავლესობამაც მოითხოვოს.

მხარეებს შორის ფრენების სიხშირის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი თებერვლის პირველ რიცხვებში გაფორმდება.

banner
წინა სტატიაშირუსეთს ანექსირებული აქვს ყირიმი-ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო
შემდეგი სტატიავაზაგაშვილების საქმეზე იურიდიული კომიტეტის დახურული სხდომა აღარ გაიმართება