“მოსვლა რომ უნდათ, რა უნდათ, რაც ჰქონდათ ისევ?! ასეთი ბრიყვები ჰგონიათ საქართველოს მოსახლეობა?!–ბიძინა ივანიშვილი

ყოფილ პრემიერ-მინისტეს, ბიძინა ივანიშვილის დედაქალაქის მერის პატიოსნების აღარ სჯერა

რაზე ისაუბრებს უმრავლესობის ლიდერებმა ბიძინა ივანიშვილთან ური ვაზაგაშვილის მკვლელობის ღამეს?ტყუილად აქვთ ეიფორია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდებიან, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, ანალიტიკურ გადაცემაში “კვირის 20/30-ში” საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების შემობრუნებას არავინ მიიღებს.
“მოსვლა რომ უნდათ, რა უნდათ, რაც ჰქონდათ ისევ?! ასეთი ბრიყვები ჰგონიათ საქართველოს მოსახლეობა?! ტყუილად აქვთ ეიფორია. როგორ შეიძლება მოვლენები ასე მალე მიჩქმალდეს?! რისი ნოსტალგია აქვთ ქართველებს, იმის, რაც ხდებოდა ციხეებში?! ამიტომ უნდა დაბრუნდნენ?!”, – განაცხადა ივანიშვილმა პენიტენციურ სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლება, სააკაშვილისა და გუშინდელი დემონსტრანტების მეთაურობით, სწორედ რომ მთელ პოლიტიკას ციხეებით აწყობდნენ.
“პენიტენციური სისტემა არის დღეს პრინციპულად განსხვავებული. სისტემა, რომელიც იყო, დაინგრა. პრინციპულად შეიცვალა დამოკიდებულება. წინა ხელისუფლება, სააკაშვილისა და გუშინდელი დემონსტრანტების მეთაურობით, სწორედ რომ მთელ პოლიტიკას ციხეებიდან აწყობდნენ. ციხეები იყო ლაკმუსის ქაღალდივით. ეს წარსულს ჩაბარდა და ჩვენ ამის მსგავსს არასდროს დავუშვებთ”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” აბსოლუტურად შეგნებულად სვამდა უდანაშაულო ხალხს ციხეებში, რომ ვითომ წესრიგს ამყარებდნენ და ამით ამაყობდა.

“იმიც, რაც მოაგროვეს, 5 თუ 7 ათასი ადამიანი, აჩვენეს, რომ ცოცხლები არიან. ისინი თავხედურად გამოდიოდნენ და აბსოლუტურად უმიზეზოდ მოუწოდებდნენ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, გადადგომას. აკო მინაშვილმა თქვა, ჩააბარეს აფხაზეთი და ოსეთიო. ასეთი ცინიზმის ატანა ძალიან რთულია”, – აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ აჩვენა როგორი კულტურული ხალხია, როდესაც მოძალადეებს დემონსტრაციის ჩატარების უფლება მისცა. “გუშინ ჩანდა საზოგადოების ზრდა და როგორ ლაღად და იუმორით უყურებს ამ ყველაფერს, მიუხედავად იმისა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” კვლავ ცდილობს ისინი სიცრუეში ამყოფოს. ნახეთ, როგორი კულტურული ხალხი ვართ ქართველები?! მოძალადეებს მივეცით უფლება დემონსტრაცია ჩაეტარებინათ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიესკლუზივი: ბიზნესმენ თემურ თორდიას შემზარავი ფოტოები
შემდეგი სტატიააფხაზეთის რუსული ოკუპაცია (უახლესი ფოტოები)