„მოსახლეობის განწყობები ძალიან მნიშვნელოვანია“, – ნოდარ ხადური NDI-ის კვლევაზე

სავლუტო ფონდი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა NDI-ს კვლევებზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მოსახლეობის განწყობები ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა იყოს აღმავლობის გზაზე და ვიმუშავებთ იმაზე, რათა კიდევ უფრო წარმატებული ღონისძიებები მოვაწყოთ, რომელიც საქართველოს წაადგება“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა დღეს კვლევის მეორე ნაწილი გამოაქვეყნა. NDI-ს კვლევების მიხედვით, სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ფინანსთა სამინისტროს საქმიანობა გამოკითხულმა მოქალაქეებმა ყველაზე ცუდად შეაფასეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი EBRD-ის პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატია“ეს კვლევები ადასტურებს, რომ მოსახლეობას მათი იმედი აღარ აქვს,“ – ტარიელ ლონდარიძე NDI-ზე