მოსახლეობა გაზიფიცირებას და პენსიის დროულად დარიგებას ითხოვს-აქცია მარტვილის რაიონში (ფოტო)

მარტვილის რაიონის სოფელ ტალერში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათ დღის განმავლობაში 10 საათი ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.

მოსახლეობა შესაბამისი უწყებების პასუხიმგებლობის საკითხს ითხოვს. გარდა ამისა, აქციის მონაწილეების განმარტებით, ზოგიერთ მათგანს სოციალური დახმარება მოუხსნეს, პენსია, რომელიც 12– 15 რიცხვებში რიგდებოდა, დღემდე არ დარიგებულა.

დღესვე სოფლის რწმუნებული, შალვა ნაჭყებია აქციის მონაწილებს შეხვდა. მან აქციის მონაწილებს შეხსენა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დროს არაფერი გაკეთებულა, რასაც ხმაური და შელაპარაკება მოჰყვა. მოსახლეობა სოფლის რწმუნებულისგან გაზიფიცირებას და პენსიის დროულად დარიგებას ითხოვს.

“თაიმერთან” საუბრისას სოფლის რწუნებულმა აღნიშნული პრობლემები ტექნიკურ ხარვეზებს დააბრალა. რაც შეეხება ელექტროენერგიას, მისივე განმარტებით, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

aqcia1 aqcia4 aqcia3 aqcia5 aqcia7 aqcia6

banner
წინა სტატიაშიანდრეი მაკარევიჩი ოდესაში კულტურის და ტურიზმის სამინისტროს უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიალელა წურწუმიას პირველი კომენტარი „ინსტაგრამში”