,,მოსამართლე ურთმელიძის განცხადება არ უნდა იყოს აპრიორი გადაწყვეტილება”

“მოსამართლემ აპრიორი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს,”- ეს განცხადება პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების” წევრმა და დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.

ჩიქოვანი ფიქრობს, რომ ორივე მხარეს უნდა მიეცეს საშუალება ყველა სამართლებრივი ინსტანცია ბოლომდე გაიაროს და საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს.

“ბატონი გოგი იმ ფრაზას იტყოდა თუ არა სასამართლო გადაწყვეტილებაზე ამას გავლენა არ ექნებოდა. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, თუ რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას რუსთავი 2-თან დაკავშირებით. რუსთავი 2-ის მფლობელობასთან დაკავშირებით იყო ბევრი სხვადასხვა პოზიციები, როგორ გადადიოდა ხელიდან ხელში. ყველაზე მთავარი ჩვენ რაზეც ეს პოზიცია გვაქვს არის ის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ნორმალური სამართლიანი პროცესი. ამ პროცესში ვართ გვინდა თუ არ გვინდა. 2 ქაღალდიანი არგუმენტი თუ 7 პუნქტიანი გეგმა მნიშვნელობა არ აქვს. ამ პროცესში უმთავრესად უნდა იყოს ყველა სამართლებრივი ინსტანცია გამოყენებული. მოსამართლე ურთმელიძის განცხადება არ უნდა იყოს აპრიორი გადაწყვეტილება. ჩვენც ხო კარგად გვესმის, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის უბრალო სამოქალაქო დავა. მე არ ვარ იმ პოზიციაში რომ, რომელიმე მხარე სწორია ან არა. აუცილებელია ერთ და მეორე მხარესაც მიეცეს საშუალება, რომ ბოლომდე მიიყვანოს ეს სამართლებრივი პროცესი,”- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაში,,შეიძლება ამ ქვეყნის პრემიერი იყოს ღარიბაშვილი და ასეთი მინისტრები გვყავდეს”?
შემდეგი სტატია,,ახლაც მოგიგებთ არჩევნებს, არავის არ სჭირდება თქვენი რუსთავი 2″