მოსამართლე ურთმელიძემ ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზიდან გააძევა

gvaramia urtmelidzeრამდენიმე წუთის წინ მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი სასამართლო დარბაზიდან გააძევა.

მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს რუსთავი 2-ის იმ ჟურნალისტებმა რომელიც სასამართლო სხდომას ესწრებოდნენ.

მოსამართლემ შეურაცხმყოფელად ჩათვალა კითხვა, რომლითაც გვარამია ითხოვდა პასუხს, თუ რატომ გაითვალისწინა მოსამართლემ მოსარჩელე ქიბარ ხალვაშის ყველა შუამდგომლობა და რატომ არ დააკმაყოფილა მოპასუხის არცერთი შუამდგომლობა.

ნიკა გვარამიას დარბაზიდან გაძევების შემდეგ, „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერებმა სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

სასამართლოს შენობის გარეთ, მათ „რუსთავი 2“-ის სხვა მხარდამჭერები ოვაციებით და შეძახილებით – „გაუმარჯოს „რუსთავი 2“-ს, შეხვდნენ.

დარბაზი არ დაუტოვებიათ ადვოკატებს. საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა ამ დრომდე გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შოთაძე: წამების და სქესობრივი ძალადობის ჩამდენი ყველა პირი კანონის სრული სიმკაცრით არის დასჯილი
შემდეგი სტატია“უწიგნური, უსინდისო და თავხედი ადამიანი” – ნიკა გვარამია თამაზ ურთმელიძეზე საუბრობს