მოსამართლე ტრაილერის მძღოლებს, რომელთაც ქურდობას „ტენიან“, „სამაგალითოდ“ დასჯას უპირებს

მოსამართლე ტრაილერის მძღოლებს, რომელთაც ქურდობას „ტენიან“, „სამაგალითოდ“ დასჯას უპირებს

მოსამართლე ტრაილერის მძღოლებს, რომელთაც ქურდობას „ტენიან“, „სამაგალითოდ“ დასჯას უპირებსფოთის ტერმინალიდან გამქრალი კონტეინერების სკანდალური დეტალები

 

2014 წლის 8 ნოემბერს, ფოთის ერთერთ ტერმინალში, კატალიზატორით დატვირთული ორი 40-ფუთიანი კონტეინერი დაიკარგა. ყოველ შემთხვევაში, ტერმინალსი მისულმა მესაკუთრემ კონტეინერები ვერ აღმოაჩინა. მაშინვე ითქვა, რომ ტვირთი მოიპარეს, თუმცა როგორც ადვოკატი მერაბ მირცხულავა ამბობს, ქურდობა საეჭვოა, რადგან ერთი თვითმხილველიც კი არ არსებობს, რომელიც არათუ მოპარვის, არამედ, კონტეინერების ტერმინალში შეტანას დაადასტურებს. მოწმეს ვინ ჩივის, ტვირთის შეტანგამოტანის სხვა მტკიცებულებაც არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ადვოკატი განმარტავს, რომ ასეთი მტკიცებულება ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. `ეს საქმე ადამიანის, მოწმის და ბრალდებულის პროცესუალური, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების დარღვევის, ასევე, იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ არ უნდა გამოიძიონ საქმე,~ _ ამბობს მერაბ მირცხულავა. ამასთან, ადვოკატის თქმით, რამე ხელჩასაჭიდი არც ვიდეოკამერების ჩანაწერებში ჩანს. ტერმინალის თანამშრომლები კი, პირად საუბრებში, თურმე, მიანიშნებენ, რომ  არაფერი დაკარგულა და ხელმძღვანელობა ყველაფერს, უბრალოდ, იგონებს. დაუდასტურებული ინფორმაციით, „დკარგულ“ ნივთზე დაზღვევაც კი აუღიათ…

ერთი სიტყვით, მას შემდეგ, რაც მესაკუთრემ ფოთის ტერმინალში ორი 40-ფუთიანი კონტენერი ვერ აღმოაჩინა, დასახმარებლად სამართალდამცავებს მიმართა. ამ უკანასკნელებმა კი, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის 4 ნაწილის `ბ~ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით ტრაილერის მძღოლები _ ინალიშვილი და ჯოჯუა დააკავეს. მათთან ერთად, თავისუფლება ტრაილერის მფლობელ ძაძამიას აღუკვეთეს, თუმცა როგორც ადვოკატი ამბობს, ძაძამიას ინალიშვილსა და ჯოჯუასთან კავშირი საერთოდ არ აქვს.

`2014 წლის 15 ნოემბერს, როცა გელა ჯოჯუა ნასვამი იყო და მეზობლის სახლში ეძინა, მის დასაპატიმრებლად სპეცოპერაცია ჩატარდა: ღამე, 01-02 საათზე, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ეკა ჯოჯუაკოპალაძის შევარდა ათამდე შეიარაღებული პიროვნება შევარდა. თავდაპირველად ისინი ყაჩაღები ეგონათთავდამსხმელებმა გელა ჯოჯუა საწოლიდან გადმოათრიეს (ეს მოწმეებმა სასამართლო პროცესზეც დაადასტურეს) და გამწარებული დედის თვალწინ, რომელიც თავს ბეტონის იატაკს ურტყამდა, ხელბორკილები დაადეს და წაიყვანეს, რომლებიც დაკავების ადგილიდან, დაახლოებით, 500 მეტრში იდგნენ, წაიყვანეს. უკან კი, მეზობლები გაჰყვენ,~ _ ამბობს ადვოკატი მერაბ მირცხულავა, რომელიც სენაკის რაიონის სოფელ მენჯის, კერძოდ, სახარბედიოს უბნის მცხოვრებლებზე დაყრდნობით განმარტავს, მთელი უბანი რამდენიმე ათეული პოლიციელის ალყაში იყო მოქცეული, თუმცა გამოძიებამ სასამართლოს სულ სხვა ვერსია შესთავზა.

მერაბ მირცხულავა, ადვოკატი: `_ პოლიციელებმა _ ქურდიანმა და გაგუამ სასამართლოზე თქვეს, რომ ისინი თითქოს ეკა ჯოჯუა-კოპალაძის სახლთან ღამის ორ საათზე მივიდნენ და დაიძახეს. გელა ჯოჯუას გამოუხედავს და მოწმედ დაკითხვის უწყება გადაუციათ, თან უთქვამთ, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოში დილის 05 საათზე უნდა გამოცხადდეო. პოლიციელთა თქმით, გელამ მათ თითქოს მიუგო, მანქანა არ მყავს და თუ შეიძლება, თქვენ წამოგყვებით.

_ ბატონო მერაბ, ამ ვერსიას თავად ჯოჯუაც ადასტურებს?

_ არა, მას არ ახსოვს, რა და როგორ მოხდა, თუმცა მოწმეები და დაკავების თვითმხილველები ამბობენ და სასამართლოზეც გაიმეორეს, რომ ჯოჯუას არამცთუ უწყება მიუტანეს, არამედ, მას შემდეგ, რაც ბორკილები დაადეს, უფლებებიც არავის განუმარტავს. მოწმეების თქმითვე, სამართალდაცავებს სთხოვეს, რომ გელასთვის ბორკილები შვილმკვდარი დედის თვალწინ არ დაედოთ, მაგრამ მათ უპაუხეს, კანონი ასე მოითხოვსო. ისე, როგორც ჩანს, პოლიციელებისთვის კანონის დარღვევაც ნებადართულია… ისე, ყველაფერი ეს, რაც გითხარით, ჟურნალია, როგორც იტყვიან, კინო ამის შემდეგ დაიწყო.

_ კიდევ რა მოხდა?

_ გამომძიებელმა ემზარ კალანდიამ ბრალდებულის დაკავების ოქმის გრაფაში _ `რა ვითარებაში მოხდა დაკავება~ წერს, რომ გელა ჯოჯუა, დაკითხვის დასრულებისთანავე, მოწმის სახით დააკავეს. არადა, იმავე დაკავების ოქმში ბრალდებულ გელა ჯოჯუას ფაქტობრივი დაკავების ზუსტ დროდ 2014 წლის 15 ნოემბერი 04 სთ 05 წთ-ია ნაჩვენები, პოლიციაში მიყვანის დროდ კი _ 03 სთ და 50 წთ.

_ მერე, აქ რა შეუსაბამობაა?

_ ის, რომ ე.ი. გამომძიებლის მიერ ბრალდებულის სახით დაკავებული პირი მოწმის სახით იქნა დაკითხულ. საქ. სსსკ-ის 170-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, `პირი დაკავებულად ითვლება მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის მომენტიდან. დაკავების მომენტიდან პირი ითვლება ბრალდებულად~. აქვე, შეგახსენებთ, რომ გელა ჯოჯუა ჯერ კიდევ სოფელ სახარბედიოში დააკავეს, საიდანაც ზუგდიდამდე, მინიმუმ, 55 კმ-ია. ე.ი. ადგილი აქვს ბრალდებულის დაკავების ოქმში განმეორებითი ყალბი მონაცემების შეტანას, რაც შესაბამისად პირის, ამ შემთხვევაში გელა ჯოჯუას სამართლებრივ მდგომარეობას აუარესებს. გარდა ამისა, გამომძიებელი ემზარ კალანდია ზემოხსენებულ ორ საგამოძიებო მოქმედებას _ ბრალდებულის დაკავებას და დაკავებული პირის მოწმის სახით დაკითხვას ახდენს, რაც რბილად რომ ვთქვა, ყოვლად დაუშვებელი და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. ასევე, სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული ბრალდებულის სახით დაკავებული პირის მოწმის სახით დაკითხვა, რასაც როგორც ქვეყნის შიდა, ასევე, საერთაშორისო სამართლის კანონმდებლობა არ იცნობს.

_ ყველაფერი ეს არ გაპროტესტეთ?

_ რა თქმა უნდა. გელა ჯოჯუასათვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გაუქმება ჯერ ფოთის საქალაქო, შემდეგ კი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოვითხოვეთ, მაგრამ უარი მივიღეთ.

ისე, გამოძიებამ წინასასამართლო სხდომის გადადება ორჯერ მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა… 30 ივნისს კი, მოსამართლემ სავარაუდოდ განაჩენი უნდა გამოაცხადოს. რადგან საქმის განხილვა ფაქტობრივად დამთავრებულია. იმედია, გელა ჯოჯუას უკანონო პატიმრობა მეტხანს არ გაგრძელდება.

_ ანუ, გამამართლებელ განაჩენს ელოდებით?

_ დიახ.

საერთოდ, ჩემი მონათხრობი ყველა იურისტისთვის გასაგები იქნება, მაგრამ არაიურისტებმაც რომ გაიგონ, კიდევ ერთხელ განვმარტავ, თუ რა შეუთავსა გამომძიებელმა ერთმანეთს: მას ჯოჯუასთვის ჯერ უნდა განემარტა, რომ ჰქონდა ადვოკატის ყოლის, დუმილისა და კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავის შეკავების უფლება. ასევე, ჰქონდა უფლება, რომ დანაშაული არ დაებრალებინა… სსსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულის დაკავებისთანავე უნდა შედგეს დაკავების ოქმი, გამონაკლისი ის შემთხვევააა, როცა გამომძიებელს არ აქვს ობიექტური შესაძლებლობა, დაკავების ოქმი დაუყოვნებლივ შეედგინა. ამ შემთხვევაში კი, ამას ადგილი არ ჰქონია, რადგან გამომძიებელმა სამუშაო ოთახში, ბრალდებულის დაკავების ოქმის შევსების პარალელურად, კომპიუტერით სხვა, უკანონო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებაც შეასრულა. უბედურება, რომ ასეთი სახის მოქმედებები თითქმის ყველა ბრალდებულთანაა ჩატარებული და ამას, როგორც შსს ფოთის სამმართველოში, ასევე, ფოთის პროკურატურასა და, სამწუხაროდ, სასამართლოშიც ნორმალურად თვლიან. ეს მიღებული პრაქტიკაა.

კიდევ ერთი გარემოება: როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოსამაფრთლე, რომელიც ზემოხსენებულ საქმეს განიხილავს, ნაცების დროიდან მოყოლებული, თურმე, ასე იქცევა: თუ პროკურატურა, ვთქვათ, ხუთ წელს ითხოვს, ის, „თავის ამბავში“ ერთ წელს უმატებს… ასე რომ, ძნელი სათქმელია, 30 ივნისს სასამართლოზე რა მოხდება…

ნიკა მელიქიძე

 

banner
წინა სტატიაშიშპს „რუსთავის ფოლადი“ კომპანიიდან რამდენიმე ასეული თანამშრომლის გათავისუფლებას აპირებს
შემდეგი სტატიაშსს-ს ძიუდოისტებმა ბაქოს ევროპულ თამაშებში 5 მედალი მოიპოვეს