„მოსამართლე, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, აუცილებლად უნდა წარდგეს საზოგადოების წინაშე“

ვის დაემუქრა ღარიბაშვილი კოალიციიდან გაშვებით

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატის შეცვლა არ იგეგმება "კარასინი-აბაშიძის ფორმატი უკვე ორი წელია არსებობს, საკმაოდ წარმატებული იყო ეს ფორტმატი და ამ ეტაპზე მის გადახედვას ან რაიმე ტიპის ცვლილებას მასში არ ვაპირებთ,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ფორმატის ცვლილებაზე საუბრობს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მაია ფანჯიკიძე და აცხადებს, რომ აღნიშნული შეხვედრის ფორმატს მანდატი შეეცვალა და ზურაბ აბაშიძე, დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის როლს ასრულებს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საკითხებში, თუმცა, ყოფილი მინისტრის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების შესაძლო დათბობა, დათმობის ხარჯზე მიმდინარეობს და ამ დათმობაზე ქართული მხარე მიდის.პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლო ხელისუფლება რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დაყადაღების გამო გააკრიტიკა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მარნეულში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, აღმაშფოთებელია, რომ დღეს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა დაყადაღებულია.

„დღეს მე შევხვდი გუბერნატორს, შევხვდი რაიონების გამგებლებს და რუსთავის მერს. ასევე, მინისტრები ესწრებოდნენ ამ შეხვედრას. ჩემთვის და ჩვენთვის ეს არის აღმაშფოთებელი, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხანა დღეს დაყადაღებულია. დაახლოებით 4 500 ლარის დავალიანების გამო 120 მილიონი დოლარის ღირებულების საწარმო დაყადაღებულია. ეს არის კატასტროფა. ეს არის პირდაპირ დივერსია. ამ საწარმოში დასაქმებულია 2 500 ადგილობრივი. მე მინდა მივმართო იმ ადამიანს, ვინც ეს გაუმართლებელი, დივერსიული გადაწყვეტილება მიიღო. მას მოუწევს პასუხი აგოს, როგორც მინიმუმ 2 500 კაცის ოჯახის წინაშე. მე იმედი მაქვს, რომ სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ამ საქმით დაინტერესდება. მოსამართლე, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, აუცილებლად უნდა წარდგეს, პირველ რიგში, საზოგადოების წინაშე და განმარტოს თუ რატომ ახდენს ასეთ დივერსიულ გადაწყვეტილებებს. ეს ყოვლად აღმაშფოთებელი ფაქტია ჩვენთვის, ყველასთვის. თუ არსებობს რაიმე კანონდარღვევა, გთხოვთ გამოიძიოთ. არსებობს შესაბამისი ორგანოები. მათ შეუძლიათ გაარკვიონ, მაგრამ არა ისე, რომ 5 000 ლარის დავალიანების გამო მთელი ქარხანა გააჩერო. მე ვიცი, რომ მარაგი 15 აპრილამდეა დარჩენილი, ამის შემდეგ არსებობს საშიშროება, რომ ეს ქარხანა გაჩერდეს. მე მივმართავ იმ ადამიანს, რომელმაც ეს უგუნური გადაწყვეტილება მიიღო. მე რა თქმა უნდა, არ ვერევი და არ მივცემთ ჩვენს თავს უფლებას, რომ სასამართლოს საქმიანობაში ჩავერიოთ, მაგრამ ეს მარტივი საკითხია. თუ ამ ორგანიზაციას აქვს დავალიანება, მას მარტივად შეუძლია, რომ გადაიხადოს. ეს ძალიან სერიოზული საკითხია და მე ყველას მოვუწოდებ, რომ ამაზე მკაცრი რეაგირება მოახდინოს. არც ერთი ადამიანი, არც მოხელე, არც პრეზიდენტი, არც პრემიერ-მინისტრი არ დგას კანონზე მაღლა და ეს ყველას კარგად უნდა ახსოვდეს. ყველას მოეთხოვება პასუხი თავის დროზე ნებისმიერი სავარაუდო უკანონო გადაწყვეტილების გამო“, – განაცხადა პრემიერმა.

დღეს პრემიერ-მინისტრი ქვემო ქართლს სტუმრობს. მან ახალი სამთავრობო პროექტის -„ძლიერი რეგიონი ძლიერი საქართველოსთვის“ პრეზენტაცია დღეს მარნეულში გამართა.

banner
წინა სტატიაში„ახალი მემარჯვენეები“ ირაკლი ალასანიას განცხადებას ეხმიანებიან
შემდეგი სტატია“2012 წელს ბოლნისის რაიონს 20 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა, 2014 წელს კი ბიუჯეტმა დააფინანსა”