მოსამართლემ უგულავას ადვოკატი სასამართლოზე გამოუცხადებლობისთვის დააჯარიმა

გიგი უგულავას ადვოკატი მოსამართლემ 500 ლარით დააჯარიმა. მიზეზი სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობაა.

ბოლო რამდენიმე პროცესზე ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი სხვადასხვა მიზეზით არ ესწრება სასამართლო პროცესებს. აქამდე მისი არდასწრება საპატიოდ ჩაითვალა. დღეს კი კონდახაშვილმა სასამართლოზე გამოუცხადებლობის მიზეზად ბათუმში დაკრძალვაზე წასვლა დაასახელა, რაც მოსამართლემ საპატიოდ არ ჩათვალა.

მოსამართლემ სახაზინო ადვოკატს მოუწოდა დაცვითი სიტყვით გამოვიდეს. სახაზინო ადვიკატი კი აცხადებს, რომ დრო სჭირდება დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად.

პროკურორი აცხადებს, რომ პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება.

საქალაქო სასამართლოში ტელეიმედისა და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიქორწინების სახლთან ტრაილერი ამობრუნდა
შემდეგი სტატიაგიორგი გაჩეჩილაძე–მივიღეთ კონტროლის მექანიზმი, რომ როგორმე გაგვეკონტროლებინა