მოსამართლემ “რუსთავი 2”-ს სხდომის სიგნალის მეშვეობით ჩაწერის უფლება არ მისცა და ნიკა გვარამია სხდომაზე არ დაუშვა

მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს სასამართლო სხდომის ოფისში სიგნალის მეშვეობით ჩაწერის უფლება არ მისცა. სასამართლოში ტელეკომპანიამ წარადგინა განცხადება, რომ მოხდეს სპეციალური სიგნალით პროცესის ტელეკომპანიაში ჩაწერა, რომელიც არ გავა პირდაპირ ეთერში.

თამაზ ურთმელიძის თქმით კი, ამ უფლებას ვერ მისცემს ტელეკომპანიის ოპერატორს, რადგან წინა სხდომაზე დაუშვა ეს უფლება და მოხდა პროცესის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება. ტელეკომპანიის ჟურნალისტმა განმარტა, რომ ეთერში გავიდა ჩანაწერი, რომელიც დამონტაჟდა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ სხდომათა დარბაზში სადაც ნიკა გვარამიას არ უშვებენ. მიზეზი მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებაა, რომელმაც ბოლო სხდომაზე გვარამია დაუმორჩილებლობის გამო დარბაზიდან გაუშვა.

 

 

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ეს არის კერძო დავა მიხეილ სააკაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: პროცესს იხილავს უნიჭო, უსინდისო უყველაფრო ურთმელიძე