მოსამართლემ რობაქიძის პროცესზე დარბაზიდან დაზარალებული მხარის ორი წარმომადგენელი გააძევა

ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო პროცესი ხმაურით მიმდინარეობს. მოსამართლემ დარბაზიდან დაზარალებული მხარის ორი წარმომადგენელი გააძევა.
დარბაზიდან შეძახილები ბრალდებულების მიმართ ისმოდა. კერძოდ, სასამართლო კითხავს გიორგი სარიშვილს, რომელიც დაცვის პოლიციის ყოფილი თანამშრომელია. მისი თქმით, 2004 წლის 23 ნოემბერი თენდებოდა, როდესაც დაინახა ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებიდან პოლიციას როგორ გაჰქონდა იარაღი. შემდეგ კი, მისი თქმით, იმ ადგილას, სადაც ბუტა რობაქიძე მოკლეს, ნახა იგივე პოლიციელები ნახევარ საათში.
როგორც მოწმემ აღნიშნა, ამის შემდეგ დაეჭვდა, რომ პოლიციამ ბუტა რობაქიძეს და მის თანმხლებ პირებს სწორედ ის იარაღი ჩაუდო, რაც ვაკე-საბურთალოს განყოფილებიდან გაიტანეს.
პროცესზე ბუტა რობაქიძის მშობლები ია მეტრეველი და სოსო რობაქიძეც იმყოფებიან. ბრალდებულებთან სიტყვიერ დაპირისპირებაში შევიდა სოსო რობაქიძე, რომელმაც დარბაზი ხმამაღალი საუბრით დატოვა.

banner
წინა სტატიაში“ბატონ ტუსკთან ძალიან კარგი, მეგობრული და გულწრფელი შეხვედრა შედგა”
შემდეგი სტატიადონალდ ტუსკმა და “თავისუფალმა დემოკრატებმა” არაფორმალური მმართველობის პრობლემებზე ისაუბრეს