„მოსამართლემ ოქროპირიძე ობიექტურად დატოვა პატიმრობაში“

მოკლული ლაშა მახარაძის დედის ნინო დიდებულიძის განცხადებით, მოსამართლემ ოქროპირიძე ობიექტურად დატოვა პატიმრობაში.

როგორც დიდებულიძემ სასამართლო სხდომის დამთავრების შემდეგ განაცხადა, გიორგი ოქროპირიძემ წინასწარი პატიმრობის ცხრა თვის განმავლობაში, დამატებითი დანაშაული ჩაიდინა.

„მოსამართლემ საკმაოდ ობიექტურად დატოვა ოქროპირიძე პატიმრობაში, როგორც მკვლელი და კრიმინალი. მას ამ 9 თვის განმავლობაში დანაშაული აქვს ჩადენილი და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე არ იქნებოდა სწორი მისი განთავისუფლება“, – განაცხადა დიდებულიძემ.

გიორგი ოქროპირიძის დედამ კი სასამართლო გადაწყვეტილების შეფასებისას, მოსამართლეს “ღარიბაშვილის მიერ დამონებული” უწოდა.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია–,,ქართული ოცნება” ხელს უწყობს ,,ნაციონალური მოძრაობის ” სრულ რეაბილიტაციას!
შემდეგი სტატიაკალაძე– უგულავაზე: თუ ის უდანაშაულოა დაბრუნდება სახლში