“მოსამართლემ კოჭი გაუგორა მთავრობას”

მინისტრი კახიშვილი ზარებსაც კი არ პასუხობს

“მოსამართლემ კოჭი გაუგორა მთავრობას,”- ეს არის პირველი განცხადება, რომელიც გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ მისმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ გააკეთა.

ბასილაიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ შემდგომ ისტანციებში ვერ მოხერხდა სამართლიანობის აღდგენა გიგი უგულავას საქმეზე ევროპული სასამართლო იმსჯელებს.

“ეს მოსამართლე ჩვეულებრივი მოთამაშეა, რომელიც მთავრობას კოჭს უგდებს. მეჭიაურებს და სხვებს მოსამართლემ აუსრულა სურვილი. ეს ყველაზე სამარცხვინო გადაწყვეტილებაა. მოსამართლეს მოუწევს საუბარი თუ ვინ მოახდინა ზეწოლა. ვერავინ დამარწმუნებს, რომ მან ეს გადაწყვეტილება 4 საათში მიიღო. ეს გადაწყვეტილება მოსამართლის, სასამართლოს და მთავრობის სინდისზეა. მოსამართლე ჩხიკვაძე იურიდიული ტერმინებით საუბრობდა, თუმცა არ ჰქონდა მნიშვნელობა იქ მეჭიაური იჯდებოდა თუ ის. სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლაა. აუცილებელია მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა. ყველაფერს ვიღონებთ, რომ გიგი უგულავა შემდგომი ისტანციებში გამართლდეს, მაგრამ თუ ეს ვერ მოხერხდა აღნიშნულ გადაწყვეტილებას ევროპულ სასამართლოში გავასაჩივრებთ,”- ბექა ბასილაია.

banner
წინა სტატიაში,,მარტო გიგის შეეძლო ასე დაეპატიმრებინათ”
შემდეგი სტატია“მათ 24 საათი ვერ აიტანეს გიგი უგულავა ქუჩაში გამოსული”