მოსამართლეებს ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღებაზე ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ

აგებენ თუ არა პასუხს ის ადამიანები, ვინც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება იარაღით დაამხო

ნინო გვენეტაძე მოსამართლეებთან შეხვედრაზე ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნაზე მსჯელობს. სამართალწარმოების პროცესში ინსპექტორის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივაზე მოსამართლეებს ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ და არ გამორიცხავენ, რომ, მისი შექმნის შემთხვევაში, ინსპექტორმა, რომელიც იქნება გარეშე პირი მოსამართლეების გადაწყვეტილებებზე მოახდინოს ზეგავლენა.

“ერთადერთი დევნის ორგანო უნდა იყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ანუ, მაქსიმუმ, თუ იქნება საუბარი ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღებაზე, ეს უნდა იყოს მოსამართლე, რომელიც არჩეული იქნება კონფერენციის მხრიდან, რომ არ გამოიწვიოს ეჭვები და ის განცდები არ შენარჩუნდეს, რაც არის მიღებული ამ კანონპროექტის წინაპირობებიდან გამომდინარე. იმედი მაქვს, რომ კანონპროექტი მიღებული იქნება იმ სახით, რომელიც საფრთხეს არ შეუქმნის მოსამართლის დამოუკიდებლობას,“ – განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ.

მსგავსი პოზიცია აქვს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს. „უნდა შემოვიდეს მოქალაქე, ან ყოფილი მოსამართლე, რომელსაც აქვს თავისი ხედვები კონკრეტული მოსამართლეების, სასამართლოების მიმართ, დანამდვილებით ვიცი, რომ ის ვერ იქნება ობიექტური,“ – განმარტა ლევან თევზაძემ.

banner
წინა სტატიაში17 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო
შემდეგი სტატია“მთავრობა დღემდეც ნაკლებს ხარჯავდა,”-გიორგი კვირიკაშვილი