მოსამართლეები, რომელთაც ათწლიანი ვადა ამოწურეს, გამოსაცდელ ვადას აღარ დაექვემდებარებიან

მოსამართლეები, რომელთაც ათწლიანი ვადა ამოწურეს, გამოსაცდელ ვადას აღარ დაექვემდებარებიან. კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები იქნება შეტანილი. ამის შესახებ ინფორმაცია დეპუტატებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მიაწოდა.
ბარამიძის თქმით, ევროკომისიის ანგარიშში არის მითითება, რომ გადაიხედოს კანონმდებლობა და ხელისუფლების პოზიცია, ათი წლის ვადით დანიშნული მოსამართლეების ხელახლა გამწესების შემთხვევაში, მათ მიერ გამოსაცდელი ვადის გავლის თაობაზე.
“შესაბამისი ცვლილებება კანონდებლობაში შეტანილი იქნება და ის მოსამართლეები, რომლებიც ერთხელ უკვე იყვნენ მოსამართლეები და ათწლიანი ვადა ამოწურეს, გამოსაცდელ ვადას აღარ დაექვემდებარებიან, თუმცა მათ მიმართ, რომლებიც სისტემაში ახლახანს მოვიდნენ, გამოსაცდელი ვადა დარჩება, რადგან შესაბამისმა სახელისუფლო ორგანომ – როგორიც არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ ინიშნება მოსამართლედ”, – განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტები ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს უსმენენ.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრის ოპტიმისტური პოსტი სოციალურ ქსელში
შემდეგი სტატიაკორტების სპეცოპერაციის საქმის განხილვა ბოლო ეტაპზე გადავიდა